FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ვლადიმერ ჯოჯუა: ყველაფერს ვიზამთ, რათა უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ

12-02-2014
5 კომენტარი

FCI.Ge-სთან მარტვილის "მერანის" ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ ჯოჯუამ ისაუბრა.

 

როგორც მოგეხსენებათ, მარტვილელებმა თურქეთში უკანასკნელი მატჩი "ტერეკთან" გამართეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს.

 

"როგორც იცით, ტერეკის დუბლებს ვეთამაშეთ, გუნდი ახალგაზრდული შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული. მერანის თამაშის ხარისხი კარგი იყო, რაც მთავარმა მწვრთნელმა დაგვავალა პირნათლად შევასრულეთ."

 

"თურქეთში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 მატჩი ჩავატარეთ. 1 ტერეკთან, მეორე კი ბულგარულ ბეროესთნ. ამ უკანასკნელთან ოდნავ გადაღლილობა დაგვეტყო, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბეროე კარგი გუნდი იყო."

 

"ჯერ-ჯერობით საკუთარი თამაშით ოდნავ უკმაყოფილო ვარ. ფიზიკურ ვარჯიშებს ვატარებთ ხშირად, სწორედ ამაში მოვიკოჭლე ოდნავ პირველ შეხვედრაში, თუმცა ტერეკთან ეს ნაკლი გამოვასწორე. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდები სათამაშო ფორმას."

 

"უმაღლესი ლიგის მე-2 ნახევარი მერანისთვის დაძაბული იქნება. თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის. ბიჭები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უმაღლეს ლიგაში შევინარჩუნოთ ადგილი", - განაცხადა ვლადიმერ ჯოჯუამ FCI.Ge-სთან საუბარში.

 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "მერანი" დღეს რუმინულ "ტიგრუ მურესის" დაუპირისპირდება.

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1392202176_untitled-2.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi