FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ზესტაფონის მეტოქე - ყველაზე ქართული გუნდი დანიაში

15-02-2014
2 კომენტარი

2014 წლის 15 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. წინასწარ დაუგეგმავ და მიმდინარე შეკრებაზე რიგით მეხუთე სპარინგში მარგველები დანიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”ორჰუსს” დაუპირისპირდებიან.

 

ფეხბურთის ქართველ მოყვარულს "ორჰუსი", რომელიც დანიის ერთ-ერთი უძველესი კლუბია (ქალაქ ორჰუსში პროფესიული საფეხბურთო კლუბი 1880 წელს დაარსდა) ერთი მარტივი მიზეზის გამო ეცნობა - გუნდში ერთბაშად 3 ქართველი ფეხბურთელი (მათე ვაწაძე, დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი) ასპარეზობბს.

 

ორჰუსელები თავს სახელოვანი ისტორიით იწონებენ - კლუბი დანიის სამეფოს 5-გზის ჩემპიონი და თასის გათამაშების 9-გზის ტრიუმფატორი გახლავთ. "ორჰუსის" გულშემატკივარს ევროპულ საკლუბო ტურნირებში საყვარელი გუნდის წარმატებებითაც ხშირად გაუხარია - სხვადასხვა წლებში დანიელებს უეფას ჩემპიონთა თასის და თასების მფლობელთა თასის გათამაშებებში მეოთხედფინალურ სტადიამდე გაუღწევიათ.

 

შარშანწინ ორჰუსელები საქართველოსაც ესტუმრნენ - უეფას ევროპა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში დანიური გუნდი გორის "დილას" დაუპირისპირდა. უნდა ითქვას, რომ ქართულმა გუნდმა ოპონენტს ორივე შეხვედრა მოუგო (2-1 და 3-1) და ევროტურნირების მიღმა დატოვა.

 

14 თებერვალს დანიელებს სლოვენიურ "მარიბორთან" ამხანაგური მატჩი უნდა ეთამაშათ. მატჩი დაიწყო კიდეც, მაგრამ ბელეკში მოსული კოკისპირული წვიმის გამო ის ჩაიშალა. "ორჰუსის" ხელმძღვანელობას სასწრაფოდ მოუწია ახალი სპარინგ-მეტოქის ძიება და იქიდან გამომდინარე, რომ გია გეგუჩაძემ მიზანშეწონილად მიიჩნია საინტერესო ოპონენტთან მატჩის გამართვა, ამ საკონტროლო მატჩის ჩატარება ხვალისთვის გადაწყდა.

 

ქართულ-დანიური დაპირისპირება ზესტაფონელთათვის "საშინაოდ" ქცეულ სასტუმრო "სუსესის" საფეხბურთო მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით - 17:00 საათზე) დაიწყება.

 

ზესტაფონის ოფიციალური ვებგვერდი

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1392437257_agf.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi