FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

დავით ყიფიანის თასი - პრევიუ

22-02-2014
20 კომენტარი

22 თებერვალს, საქართველოში სეზონი განახლდება. კერძოდ, კი უმაღლესი ლიგის დაწყებამდე, 2014 წელს სტარტს დავით ყიფიანის გათამაშება აიღებს.

 

ჩვენი ვებგვერდი, გთავაზობთ 4-ვე მატჩის ვრცელ სტატისტიკას და ფეხბურთელების კომენტარებს, რომლებიც FCI.Ge-სთან საუბარში განაცხადეს მათ.

 

ტურნირის 1/4 ფინალების პირველი შეხვედრები 22 თებერვალს შედგება, განმეორებითი მატჩები კი 3 კვირის შემდეგ. რაც შეეხება უშუალოდ, უმაღლეს ლიგას, ეროვნული ჩემპიონატი 22 თებერვალს დაიწყება და გახსნით მატჩში "ზესტაფონი" "სპარტაკს" მიიღებს.

 

რაც შეეხება უშუალოდ, დავით ყიფიანის თასს, ამჟამად 1/4 ფინალური ეტაპია და წინ 4 დაძაბული მატჩი გველის. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია "მეტალურგისა" და "დინამოს" დაპირისპირება. ასევე, "დილასა" და "ტორპედოს" მატჩიც საკმაოდ დაძაბული იქნება. აქვე, "მერანი" "შუქურას" დაუწყვილდა, "სიონი" კი "ჩიხურას".

 

მეტალურგი - დინამო

22 თებერვალის ცენტალური მატჩი, რუსთავში, ფოლადის სტადიონზე გაიმართება. "მეტალურგი" თბილისის დროით 14:00 საათზე "დინამოს" უმასპინძლებს და შეეცდება მეტოქე, რაც შეიძლება მეტი ბურთით დაამარცხოს.

 

მიმდინარე სეზონში, ეს ორი გუნდი ერთმანეთს მხოლოდ 1-ხელ შეხვდა. საქართველოს უმაღლესი ლიგის მატჩში, რუსთავში "მეტალურგმა" შინ მიიღო "დინამო" და შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულა. ეს მატჩი 3 ნოემბერს გაიმართა, რაც შეეხება მეორე შეხვედრას, "დინამო" არენაზე" ჩემპიონატის მეორე თამაში 16 მარტს გაიმართება.

 

შეგახსენებთ, გუნდების გასულ მატჩებს დავით ყიფიანის თასზე. "დინამომ" 1/8 ფინალში ხობის "კოლხეთი" ორი მატჩის ჯამში 15:0 გაანადგურა. ჯერ კიდევ დუშან უჰრინის გუნდმა სტუმრად მეგრელებს 0:9 მოუგო, თბილისში კი 6:0.

 

"დინამოს" მსგავსად, მეტალურგსაც სამეგრელოში მოუწია თამაში. რუსთაველები ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდნენ. მართალია "დინამოს" მსგავსად 15 ვერა, თუმცა არც მათ გაუტანეს ცოტა გოლი მეტოქეს. ორი მატჩის ჯამში "მეტალურგმა" 5:1 იმარჯვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მანამდე 1/16 ფინალში რუსთაველებმა "გაგრა" გამოთიშეს გათამაშებას, მათ ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვეს.

 

თუ უმაღლესი ლიგის შედეგით ვიმსჯელებთ, ფავორიტი აშკარად "დინამოა". თბილისური გუნდი ამჟამად ჩემპიონატის პირველ ადგილზე იმყოფება. მალხაზ ჟვანის გუნდს 18 ტურში 13 გამარჯვება აქვს მოპოვებული, 42 გატანილი 13 კი გაშვებული გოლი.

 

"დინამოსგან" განსხვავებით, "მეტალურგი" ექვსეულში შესაღწევად იბრძვის. "რუსთაველები" ამჟამად ჩემპიონატის მე-6 ადგილზე იმყოფებიან. მათ საქართველოს უმაღლესი ლიგის 18 ტურში 23 გოლი გაიტანეს და ამდენივე გაუშვეს.

 

ცნობისთვის, ჩემპიონატში ამჟამად მე-3 ადგილოსან "დილასა" და მე-8 ადგილოსან "ვიტ ჯორჯიას" შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ 3-ს უდრის.

 

გიორგი გველესიანი მატჩისწინ FCI.Ge-სთან საუბარში (დინამო): "გარემოებების გამო, მეტალურგთან, რუსთავში თამაში ყოველთვის რთულია. მოგეხსენებათ, მათ სტადიონზე ხელოვნური საფარი აქვთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტალურგს კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. ამჟამად დინამო სრული დატვირთვით ემზადება ამ მატჩისთვის. რაც შეეხება, მიზნებს დავით ყიფიანის თასზე, რა თქმა უნდა, დინამო ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს."

 

გიორგი ქავთარაძე მატჩისწინ FCI.Ge-სთან საუბარში (მეტალურგი): "თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე, რა თქმა უნდა, აშკარა ხდება, რომ რთული მატჩი გველის წინ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები ძლიერები არიან, მეტალურგი მზადაა სასურველი შედეგისთვის იბრძოლოს. დავით ყიფიანის თასზე, ჩვენი მიზანი ტურნირის მოგებაა, თუმცა ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება.

 

უკანასკნელი 5 ურთიერთშეხვედრა

ჩემპიონატი  თარიღი  მასპინძელი  ანგარიში  სტუმარი 
უმაღლესი ლიგა  03/11/13  მეტალურგი 0:0  დინამო
დ. ყიფიანის თასი  08/05/13  დინამო 5:0  მეტალურგი 
დ. ყიფიანის თასი  23/04/13  მეტალურგი 2:1  დინამო 
უმაღლესი ლიგა  31/10/12  დინამო 3:0  მეტალურგი 
უმაღლესი ლიგა  11/08/12  მეტალურგი 0:1  დინამო 

 

 

ტორპედო - დილა

პირველი შეხვედრის მსგავსად, ძალზე საინტერესო მატჩი გაიმართება იმერეთშიც. ქუთაისში "ტორპედო" "დილას" მიიღებს. მართალია, ორივე გუნდმა მიმდინარე სეზონში რეგრესი განიცადა, თუმცა მათი დაპირისპირება მაინც საინტერესოა.

 

მიმდინარე სეზონში, უმაღლეს ლიგაზე "ტორპედომ" და "დილამ" ორივე მატჩი უკვე გამართეს ერთმანეთის პირისპირ. გორში, შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა 3:0, ეს მატჩი 30 ნოემბერს შედგა. რაც შეეხება პირველ შეხვედრას, 17 სექტემბერს, ქუთაისში გამართული მატჩი ფრედ დასრულდა 0:0.

 

"დილაც" და "ტორპედოც" დავით ყიფიანის თასის გათამაშებას 1/8 ფინალიდან ჩაებნენ. გორელებმა უკანასკნელ ეტაპზე გათამაშებას "დინამო ბათუმი" გამოთიშეს, მართალია გაუჭირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც მიაღწიეს საწადელს. ორი მატჩის ჯამში შეხვედრა 2:2 დასრულდა, "დილა" კი სტუმრად გატანილი გოლის ხარჯზე გავიდა შემდეგ ეტაპზე.

 

რაც შეეხება, "ტორპედოს" "დილას" მსგავსად მათაც  დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს 1/4 ფინალური ეტაპის საგზური. ქუთაისელებმა "სპარტაკი' გამოთიშეს გათამაშებას თერთმეტმეტრიანების სერიაში. ორივე შეხვედრა მათ 2:2 დაასრულეს.

 

ამჟამად, უმაღლეს ლიგაში "ტორპედოს" ცუდი შედეგი აქვს, ქუთაისელები ცხრილის მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა "დილას" მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩებიან. ქუთაისელებმა 18 მატჩში 19 გოლი გაიტანეს 24 კი გაუშვეს. რაც შეეხება გორელებს, ისინი საქართველოს ჩემპიონატის მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

ირაკლი ლექვთაძე მატჩისწინ FCI.Ge-სთან საუბარში (ტორპედო): "მოსამზადებელი ეტაპი კარგად მიმდინარეობდა, ტორპედო მაქსიმალურად მოემზადა. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და ახლიდან შენდება ტორპედო. დავით ყიფიანის თასზე, გორის დილასთან იოლი მატჩი არ გველის. გორელები ერთ-ერთი საუკეთესოები არიან საქართველოში. პირველი თამაში შინ გვაქვს და როცა შეხვედრა ქუთაისშია არცერთ მეტოქეს არ აქვს უპირატესობა, ფავორიტი ყოველთვის ტორპედოა. მოედანზე გავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი გუნდი და ვეცდებით მაქსიმალური სიამოვნება მივანიჭოთ ტრიბუნებზე მსხდომ გულშემატკივრებს."

 

უკანასკნელი 5 ურთიერთშეხვედრა

ჩემპიონატი  თარიღი  მასპინძელი  ანგარიში  სტუმარი 

უმაღლესი ლიგ

30/11/13 დილა 3:0 ტორპედო
უმაღლესი ლიგა 17/09/13 ტორპედო 0:0 დილა
უმაღლესი ლიგა 12/05/13 ტორპედო 5:4 დილა
უმაღლესი ლიგა 06/04/13 დილა 1:2 ტორპედო
უმაღლესი ლიგა 08/12/12 დილა 0:1 ტორპედო

 

 

სიონი - ჩიხურა

დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/4 ფინალში "სიონი"  "ჩიხურას" მიიღებს. პირველი მატჩი სიონში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ორივე ძალზე საინტერესო მეტოქეა. მიმდინარე სეზონში ბევრი გუნდისგან ელოდნენ გაბრწყინებას და პროგრესს, თუმცა ყველაზე მოულოდნელი იყო ის, რომ "ჩიხურამ" და განსაკუთრებით "სიონმა" თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს და უმაღლესი ლიგის წინა პოზიციებზე დაიკავეს ადგილები.

 

მიმდინარე სეზონი, უმაღლესი ლიგის ორივე მატჩი უკვე გამართეს ამ მეტოქეებმა. საინტერესოა, რომ არცერთ შეხვედრას გამარჯვებული არ ჰყოლია. საჩხერეში მატჩი 19 დეკემბერს გაიმართა და 1:1 დასრულდა, ბოლნისში კი  29 სექტემბერს და 2:2 დასრულდა.

 

ახლა რაც შეეხება, დავით ყიფიანის თასს, "სიონმა" 1/16 ფინალში "სტუ" დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ბოლნისელებმა 3:11 გაანადგურეს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი. 1/8 ფინალში "სიონმა" საკმაოდ ძლიერი მეტოქე, "ზესტაფონი" გამოთიშა გათამაშებას. მათ ბოლნისშიც და ზესტაფონშიც 1:0 იმარჯვეს.

 

"ჩიხურამ" 1/8 ფინალში "ლოკომოტივი" გამოთიშა გათამაშებას. მათ ორი მატჩის ჯამში 7:0 გაანადგურეს დედაქალაქის გუნდი. 3:0 თბილისში, 4:0 კი საჩხერეში.

 

ამჟამად, უმაღლეს ლიგაში საჩხერელები ბევრად კარგ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ბოლნისელები. "ჩიხურა" 35 ქულით მეორე ადგილზეა და ასეა თუ ისე, განაღდებული აქვს ევროპა ლიგის საგზური. "სიონს" რაც შეეხება, ისინი მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და მე-3 ადგილოსან "დილას" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან.

 

 

უკანასკნელი 5 ურთიერთშეხვედრა

ჩემპიონატი თარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი
უმაღლესი ლიგა 19/12/13 ჩიხურა 1:1 სიონი
უმაღესი ლიგა 29/09/13 სიონი 2:2 ჩიხურა
დ. ყიფიანის თასი 08/05/13 სიონი 1:0 ჩიხურა
დ. ყიფიანის თასი 23/04/13 ჩიხურა 2:0 სიონი
უმაღლესი ლიგა 24/11/12 სიონი 0:3 ჩიხურა

 

შუქურა - მერანი

22 თებერვალს, დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში "მერანი" ქობულეთში "შუქურას" დაუპირისპირდება. ყველასათვის მოულოდნელი იყო ამ ორი გუნდის ხილვა 1/4 ფინალში. ისინი ამ ეტაპზეც იღბლიანები აღმოჩნდნენ რადგან ერთმანეთს შეხვდნენ. ორივე გუნდს გაცილებით მეტი შანსი აქვს ერთმანეთის პირისპირ, ვიდრე სხვა დარჩენილი გუნდების პირისპირ, ვინც არიან ამჟამად დავით ყიფიანის თასზე.

 

მიმდინარე სეზონში ეს ორი გუნდი ერთმანეთს არ შეხვედრილა, რადგან "შუქურა" საქართველოს პირველ ლიგაში ასპარეზობს, განსაკუთრებით მოულოდნელი სწორედ ამიტომ იყო ამ გუნდის ხილვა ამ ეტაპზე. რაც შეეხება "მერანს", არც ისინი არიან კარგ მდგომარეობაში. უმაღლესი ლიგის ბოლო პოზიციაზე მყოფი მარტვილული გუნდი შესაძლოა მომავალ სეზონში გავარდეს პირველ ლიგაში.

 

დავით ყიფიანის თასის გათამაშების 1/16 ფინალში "მერანმა" "სამტრედია" გამოთიშა გათამაშებას, მარტვილელებმა ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხეს იმერლები. ამის შემდეგ ისინი "გურიას" დაუპირისპირდნენ და ლანჩხუთელების დამარცხებაც შეძლეს. მარტვილში მატჩი 1:1 დასრულდა, გურიაში კი 1:2 იმარჯვა "მერანმა".

 

დავით ყიფიანის თასზე "შუქურამ" 1/16 ფინალში "სკური" გამოთიშა გათამაშებას, მათ მეტოქე ორი მატჩის ჯამში 1:3 დაამარცხეს. რაც შეეხება, 1/8 ფინალს, მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი "ვიტ ჯორჯია" გამოთიშეს გათამაშებას. ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 იყო, "შუქურა" კი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა შემდეგ ეტაპზე.

 

პაპუნა ფონიავა მატჩისწინ FCI.Ge-სთან საუბარში (მერანი): "შუქურაზე ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა რაც ვიცით მათ შესახებ ისაა, რომ ჰყავთ კარგად დაკომპლექტებული გუნდი, მათ კლუბში ბევრი ახალწვეულია და საკმაოდ მოძლიერებულები არიან."

 

"როგორც ვიცი, მათ დიდი ამბიციები გააჩნიათ. რაც შეეხება, მერანს ჩვენ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ და შევთამაშდით ერთმანეთთან. ვფიქრობ, რომ შუქურასთან კარგი ბრძოლა გველის. როგორც იცით, გუნდში ახალწვეულები არიან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. მიმაჩნია, რომ შანსები 50-50-ზეა."

 

"მართალია დავით ყიფიანის თასზე საკმაოდ ძლიერი გუნდები დარჩნენ, თუმცა დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს და ყველაფერი შესაძლებელია, რომ მოხდეს. მერანის მიზანი, როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე წარმატებით ასპარეზობა იქნება და რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება", - განაცხადა ფონიავამ FCI.Ge-სთან საუბარში.

 

სავი მელიავა მატჩისწინ FCI.Ge-სთან საუბარში (მერანი): "ვეცდებით, რომ პირველივე შეხვედრაში გავინაღდოთ 1/2 ფინალში ადგილი, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შუქურა ახლად დაკომპლექტებული გუნდია და კარგი ფეხბურთელები ჰყავს, სასიამოვნოა, რომ საქართველოში ასე მცირე ხანში, ასეთი ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა.

 

"ჩვენი მიზანი, უპირველესყოვლია უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, რაც შეეხება თასს, ვეცდებით, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენს თამაშზე იმის თქმა შემიძლია, რომ სათამაშო სტილი იგივე გვაქვს, ვცდილობთ დალაგებული და სწრაფი ფეხბურთი ვითამაშოთ."

 

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1392778246_untitled-1.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi