FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

დავით ყიფიანის თასი - დინამომ და დილამ გაიმარჯვეს

22-02-2014
18 კომენტარი

დასრულდა  დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალური მატჩები. პირველ წრის 4 შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო.

 

საკმაოდ დაძაბული მატჩი გაიმართა, რუსთავში "ფოლადზე". "მეტალურგმა" "დინამო" მიიღო და 0:2 დამარცხდა. შეხვედრაში პირველი გოლი 71-ე წუთზე ჩისკომ გაიტანა, მეორე კი ირაკლი ძარიამ, მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში. სტატისტიკის მიხედვით, მატჩი თანაბარი იყო და არცერთ გუნდს არ ჰქონია დიდი უპირატესობა. კარში მეტოქეებმა 10-10-ჯერ დაარტყეს.

 

ასევე, საინტერესო მატჩი გაიმართა იმერეთშიც, სადაც "ტორპედომ" "დილას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. 36-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრე კვახაძემ გახსნა და გორელები წინ გაიყვანა, 83-ეზე ლევან კორღალიძემ "დილას" უპირატესობა გაზარდა. საბოლოო წერტილი ოთარ კვერნაძემ 90-ე წუთზე დასავა 1:2. სტატისტიკის მიხედვით, უპირატესობას შიდა ქართლელები ფლობდნენ, მათ კარში 12-ჯერ დაარტყეს, "ქუთაისელებმა" კი 8-ჯერ.

 

დავით ყიფიანის თასის მორიგი მატჩი "თბილისში", მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელშიც "სიონმა" "ჩიხურას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 54-ე წუთზე "სიონი" წინ ზვიად ლობჟანიძემ გაიყვანა. 70-ე წუთზე კი ანგარიში "დინამოს" ყოფილმა კაპიტანამ და ამჟამად "ჩიხურას" ფეხბურთელმა, ლევან ხმალაძემ გააწონასწორა.

 

მეოთხე შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა. "შუქურამ" ქობულეთში "მერანი" მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 20 მარტს გაიმართება.

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1393070703_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi