FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ხვალ უმაღლესი ლიგა განახლდება

25-02-2014
16 კომენტარი

მართალია 2014 წელს უკვე შედგა უმაღლესი ლიგის 1 მატჩი, თუმცა ეს იყო შეხვედრა, რომელიც გასულ წელს უნდა გამართულიყო და უამინდობის გამო გადაიდო.

 

ოფიციალურად, უმაღლესი ლიგა ხვალ განახლდება, თბილისის დროით 14:00 საათზე საქართველოში 4 მატჩი გაიმართება.

 

გათამაშების ცხრილის პირველადგილოსანი, მე-19 ტურის მატჩში "დინამო" არენაზე" ბოლნისის "სიონს" მიიღებს. როგორც მოგეხსენებათ, "დინამო" 42 ქულით ლიდერობს უმაღლეს ლიგას, "სიონი" კი მე-5 ადგილზეა და ექვსეულისთვის იბრძვის.

 

საინტერესო მატჩი შედგება გორშიც, სადაც "დილა" "გურიას" უმასპინძლებს. ორივე გუნდი ერთმანეთს ეცილება ექვსეულისთვის და თითოეულ ქულას მათთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ასე რომ ორივე მხარე 3 ქულისთვის იბრძოლებს.

 

ასევე, მსგავსი ტიპის მატჩი გაიმართება "ფოლადზეც", სადაც "მეტალურგი" "ვიტ ჯორჯიას" შეხვდება. ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა და ისინი ექვსეულისთვის იბრძვიან.

 

ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, "ზესტაფონი" შინ ერთ-ერთ აუტსაიდერს, "ზუგდიდის" მიიღებს და რა თქმა უნდა, 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. გია გეგუჩაძის გუნდი მოგების შემთხვევაში საკმაოდ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდება.

 

"ტორპედო", რომელიც არც თუ ისე კარგ ფორმაშია, ქუთაისში "მერანს" მიიღებს. ორივე გუნდს ესაჭიროება გამარჯვება. "ტორპედო" ექვსეულისთვის იბრძვის, მარტვილელები კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვიან. ამჟამად "მერანი" ჩემპიონატის ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

უმაღლესი ლიგის მე-2 ადგილოსანი "ჩიხურა" "ცხინვალს", სტუმრად დაუპირისპირდება. ამჟამად საჩხერელებს 35 ქულა აქვთ და "დილასა" და "ზესტაფონს" 7 ქულით ასწრებენ. რაც შეეხება "სპარტაკს", ისინი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვიან.

 

საქართველოს უმაღლესი ლიგა - მე-19 ტური

დილა - გურია

დინამო - სიონი

მეტალურგი - ვიტ ჯორჯია

ტორპედო - მერანი

სპარტაკი - ჩიხურა

ზესტაფონი - ზუგდიდი

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1393291373_liga.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi