FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ზესტაფონმა მოიგო, დინამო დამარცხდა

26-02-2014
62 კომენტარი

დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე "დინამომ" "სიონი" მიიღო და "დინამო არენაზე" 1:2 დამარცხდა. მატჩი დაძაბული გამოდგა, პირველ ნახევარში ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა გოლის გატანა.

 

მართალია მეორე ტაიმში 3 გოლი გავიდა, თუმცა ამ სამიდან 2 კურიოზული იყო. 72-ე წუთზე "დინამოს" ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ბოლნისელებმა ბურთი მოედნის ფარგლებსგარეთ გადააგდეს. შემდეგ, აუტიდან თამაში დინამოელებმა განაახლეს და ბურთს "სიონის" მეკარეს უბრუნებდნენ. ჩისკო მუნიოსს ოდნავ ძლიერი დარტყმა მოუვიდა, რის გამოც ბურთი კარში წავიდა და გოლიც გავიდა. მსაჯს სხვა გზა არ ჰქონდა, გოლი ჩათვალა, ხისკოს კი ფეირ-პლეის წესების უხეში დარღვევა მიეთვალა. ამის შემდეგ, "დინამომ" კეთილსინდისიერება გამოიჩინა და "სიონს" გოლი გაატანია. თბილისელები არც განძრეულან, ისე გაატანიეს კახელიშვილს გოლი.

 

საბოლოო წერტილი შეხვედრაში 85-ე წუთზე ჯაბა უგულავამ დასვა. "სიონის" ფეხბურთელმა ისარგებლა ხიდეშელისა და გველესიანის შეცდომით და ბოლნისელებს 3 ქულა მოუტანა.

 

დღეს, 18 საათზე უმაღლესი ლიგის მომდევნო მატჩში "ზესტაფონმა" "ზუგდიდი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდმა მე-3 ადგილზე პოზიციები გაიმყარა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ზუგდიდს" სამივე გოლი ნიკა საბანაძემ გაუტანა.

 

ასევე, დღეს გორში, "დილამ" "გურია" მიიღო და მეტოქესთან 1:3 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე კორღუაშვილმა თერთეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, 83-ე წუთზე ანგარიში ორამდე კვერენჩხილაძემ გაზარდა. ამის შემდეგ, რაზამაშვილმა სხვაობა შეამცირა, თუმცა 90-ე წუთზე ძაძამაშვილმა საბოლოო წერტილი დასვა 1:3. ამ გამარჯვების შემდეგ ლანჩხუთელები 30 ქულით მე-3 ადგილზე გადავიდნენ, მათ "დილა" უკან მოიპოვეს, თუმცა "ზესტაფონს" ჯერ არ უთამაშია.

 

ექვსეულისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა გუნდმა, რუსთავის "მეტალურგმა" 3 ქულის მოპოვება შეძლო. რუსთაველებმა "ფოლადზე" "ვიტ ჯორჯია" მიიღეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს. პირველი გოლი 49-ე წუთზე კაკაშვილმა გაიტანა, მეორე კი კილასონიამ. ამ გამარჯვების შემდეგ "მეტალურგმა" უკან მოიტოვა "დილა".

 

ცხინვალის "სპარტაკმა" მიხეილ მესხის სტადიონზე "ჩიხურა" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. საინტერესოა ის, რომ ცხინვალელები 2:0-ს იგებდნენ, თუმცა შემდეგ 3 გაუშვეს. ამჟამად ისინი გათამაშების ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.

 

ერთ-ერთმა აუტსაიდერმა, ქუთაისის "ტორპედომ" იმერეთში მარტვილის "მერანი" მიიღო და უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილოსანი ვერ დაამარცხა. 63-ე წუთზე ანგარიში პაპუნა ფონიავამ გახსნა და "მერანი" წინ გაიყვანა, თუმცა ზუსტად 6 წუთში ღონღაძემ გაათანაბრა.

 

საქართველოს უმაღლესი ლიგა - მე-19 ტური

 

დილა 1:3 გურია

მეტალურგი 2:0 ვიტ ჯორჯია

სპარტაკი 2:3 ჩიხურა

ტორპედო 1:1 მერანი

დინამო 1:2 სიონი 

ზესტაფონი 3:0 ზუგდიდი

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1393427201_untitled-1.png
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi