FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პაპუნა ფონიავა: მერანს უმაღლეს ლიგაში დარჩენა შეუძლია

28-02-2014
12 კომენტარი

მარტვილის "მერანის" ფეხბურთელმა, პაპუნა ფონიავამ FCI.Ge-სთან ისაუბრა.

 

როგორც მოგეხსენებათ, უმაღლესი ლიგის მე-19 ტურში "მერანი" "ტორპედოს" ესტუმრა და იმერეთში ქულის მოპოვება შეძლო. შეხვედრა 1:1 დასრულდა.

 

"ტორპედოსთან თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო. მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და ცოტა, რომ გაგვმართლებოდა ამ მატჩს მოვიგებდით, თუმცა ფრე ქუთაისში მისაღები შედეგია."

 

"ჩემი გატანილი გოლი ეფექტური გამოდგა და ეს მთელი გუნდის დამსახურებაა, რადგან მომენტი ყველამ ერთად შევქმენით."

 

"ჩემი აზრით, მერანმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ტორპედოსთან მატჩში ვერ გამოავლინა, ჩვენ გუნდს უფრო მეტი შეუძლია. ვფიქრობ, რომ შემდეგ თამაშებში დავინახავთ მერანის რეალურ ძალას. ვთვლი, რომ შეგვიძლია უმაღლეს ლიგაში დარჩენა", - განაცხადა პაპუნა ფონიავამ FCI.Ge-სთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ "მერანს" "ზუგდიდსა" და "სპარტაკს" 14-14 ქულა აქვთ და უმაღლესი ლიგის უკანა პოზიციებზე იმყოფებიან.

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-02/1393540644_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi