FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

სეზონის მატჩი: ჩიხურა VS დინამო

1-03-2014
9 კომენტარი

ხვალ, უმაღლესი ლიგის 6 მატჩი, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

 

ტურისა და სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა საჩხერეში ჩატარდება. ადგილობრივი "ჩიხურა" თბილისის "დინამოს" მიიღებს და სავარაუდოდ ამ მატჩში ბევრი რამ გაირკვევა. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უმაღლესი ლიგის პირველ პოზიციაზე "დინამო" 42 ქულით არის, "ჩიხურა" თბილისელებს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება და ამ მატჩის მოგების შემთხვევაში სხვაობას 1-მდე შეამცირებს, ასე რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გველის წინ.

 

ასევე, საინტერესო მატჩი გაიმართება ბოლნისში, სადაც "სიონი" "ტორპედოს" მიიღებს. მართალია, ქუთაისური გუნდი გამოცდილმა ძოძუაშვილმა ჩაიბარა, თუმცა აშკარაა, რომ ძლიერი ფეხბურთელების გარეშე ის ვერ შეძლებს კარგი გუნდის დაყენებას. ამჟამად ისინი, უმაღლესი ლიგის  მე-9 პოზიციაზე იმყოფებიან და ექვსეულში მოხვედრის შანსი საკმაოდ შეიმცირეს. რაც შეეხება, "სიონს" ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან. ვლადიმერ ბურდულის გუნდმა, გასულ ტურში "დინამოს" სძლია და უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა.

 

ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, "ზესტაფონი" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" ეწვევა. აშკარაა, რომ გიორგი ჯანელიძის წასვლის შემდეგ "ვიტ ჯორჯია" ისეთი ძლიერი ვეღარ არის. რაც შეეხება იმერლებს, გია გეგუჩაძის გუნდში დაბრუნების შემდეგ, ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან. "ზესტაფონმა" 2014 წელს უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო.

 

ლანჩხუთის "გურია", რომელმაც ყველა გააკვირვა გორში მოპოვებული გამარჯვებით, ამჟამად შინ "სპარტაკს" მიიღებს და რა თქმა უნდა, 3 ქულისთვის იბრძოლებს. როგორც მოგეხსენებათ, ლანჩხუთელები ამჟამად მე-5 პოზიციაზე არიან და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან მე-3 ადგილოსან "ზესტაფონს". რაც შეეხება, "სპარტაკს" ისინი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, რისი გაკეთებაც, სავარაუდოდ გაუჭირდებათ.

 

უმაღლესი ლიგის კიდევ ერთი აუტსაიდერი, "ზუგდიდი" სამეგრელოში გორის "დილას" მიიღებს. მართალია ზუგდიდელები არ არიან სახარბიელო ფორმაში, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც "დილა" გამოიყურება კარგად, ასე რომ ამ შეხვედრაში ნებისმიერი შედეგი შეიძლება დაფიქსირდეს.

 

კიდევ ერთი მეგრული გუნდი, მარტვილის "მერანი", შინ "მეტალურგს" მიიღებს და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება. ამჟამად მარტვილელები უმაღლესი ლიგის ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან და ქულები ჰაერივით ესაჭიროებათ.

 

უმაღლესი ლიგა - მე-20 ტური

ჩიხურა - დინამო

სიონი - ტორპედო

მერანი - მეტალურგი

ვიტ ჯორჯია - ზესტაფონი

ზუგდიდი - დილა

გურია - სპარტაკი

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1393626524_liga-2.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi