FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

დინამომ ჩიხურა გაანადგურა

2-03-2014
36 კომენტარი

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მატჩები.

 

ტურის ცენტრალური შეხვედრა საჩხერეში გაიმართა, სადაც "ჩიხურამ" "დინამოს" უმასპინძლა. მატჩი თბილისელების სასარგებლოდ 5:1 დასრულდა. 3 გოლი ჩისკომ გაიტანა, 1 მერებაშვილმა, ერთიც კი პაპავამ.


ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა, "ზესტაფონმა" მცხეთაში გამართა მატჩი. გია გეგუჩაძის გუნდმა "ვიტ ჯორჯია" 0:2 დაამარცხა. ორივე გოლი გიორგი კაჭკაჭიშვილმა გაიტანა.

 

კვლავ დამარცხდა გორის "დილა", რომელიც ზუგდიდში ადგილობრივ კლუბს ესტუმრა. შეხვედრა 2:1 დასრულდა. გორელთა მხრიდან გოლი კვარაცხელიამ გაიტანა, ზუგდიდელთა მხრიდან კი ლუკა გუგუშიამ და ზვიად სიხარულიამ.

 

ლანჩხუთის "გურია", რომელიც პირველ მატჩს მართავდა შინაურ არენაზე, დამარცხდა. ლანჩხუთელებმა მატჩი ერთ-ერთ აუტსაიდერთან, "სპარტაკთან" დათმეს(0:1).

 

ყველასათვის მოულოდნელად შინ მატჩი დათმო ბოლნისის "სიონმა". მათი დამარცხება ქუთაისის "ტორპედომ" მოახერხა ანგარიშით 1:2. ანგარიში 42-ე წუთზე აბრამიძემ გახსნა და "სიონი" წინ გაიყვანა, თუმცა შემდეგ კვერნაძემ და ღონღაძემ 2 ბურთი გაიტანეს და "ტორპედოს" მოაგებინეს.

 

ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი მარტვილის "მერანი" "მეტალურგს" შეხვდა და მატჩი ფრედ 0:0 დაასრულა.

 

უმაღლესი ლიგა მე-20 ტური

ჩიხურა 1:5 დინამო

ზუგდიდი 2:1 დილა

გურია 0:1 სპარტაკი

მერანი 0:0 მეტალურგი

სიონი 1:2 ტორპედო

ვიტ ჯორჯია 0:2 ზესტაფონი

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1393626524_liga-2.png
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi