FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რას აბრალებს დაცვის სამსახური გუშინდელ არეულობას?

10-03-2014
36 კომენტარი

გუშინ, საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში, "ტორპედო" "დინამოს" მასპინძლობდა.

 

შეხვედრას თბილისური გუნდი 0:2-ს იგებდა, რის შემდეგაც ქუთაისელი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა თბილისელების წინააღმდეგ, თუმცა ცნობილია, რომ პოლიცია დროულად ჩაერია საქმეში და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდევაც.

 

საინტერესოა დაცვის სამსახურის უფროსის ინტერვიუ, რომელიც მან "პირველ არხთან" ჩაწერა: "მობილიზებული იყო დაცვის სამსახური, სპეცრაზმი, შესაბამისად პოლიციაც, მაგრამ მოხდა ისე, რომ მთელი მაყურებლების ტალღა მოაწვა კარებს და მათ შეძლეს შემონგრევა. დაახლოებით იმ ადგილას 10 ჩვენი თანამშრომელი იყო განლაგებული და ისინი დაშავდნენ", - ეს კობა ჭრელაშვილმა განაცხადა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს "დინამოსა" და "ტორპედოს" გულშემატკივრების პირველი შეტაკება არ იყო. მათ თბილისშიც მოუვიდათ ჩხუბი, სადაც თბილისელები ქუთაისელებს დაერივნენ და სწორედ ამიტომ, "ტორპედოს" გულშემატკივრები წინასწარ ემზადებოდნენ გუშინდელი დაპირისპირებისთვის.

 

ეს პოლიციამ, სპეცრაზმა და დაცვის სამსახურმა კარგად იცოდა, რის გამოც დაცვის საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღეს, თუმცა საკმარისი არ გამოდგა...

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1394408888_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi