FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ტორპედო 18 000 ლარით დააჯარიმეს

10-03-2014
165 კომენტარი

სფფ-ის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის პრობლემურ მატჩებთან დაკავშირებით დღეს იმსჯელა.

 

სადისციპლინო საკითხთა კომიტეტმა განიხილა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გუშინ გამართული მატჩი და დაადგინა:

 

 სადისციპლინო კოდექსის 105-ე,  106-ე 113 -ე , 114 -ე და 115-ე  მუხლების დარღვევისთვის სკ. „ტორპედოს “განესაზღვროს ფულადი ჯარიმა 18300 ლარის ოდენობით, ხუთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს (სკ „ტორპედო“ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს) და  ტექნიკური წაგება 0:3 ანგარიშით „დინამო“ თბილისის სასარგებლოდ.

 

სკ „დინამო“ დაჯარიმდა 800 ლარის ოდენობით, დინამოელთა გულშემატკივრების მიერ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სკამების დამტვრევისა და მოედანზე გადმოყრის  გამო.

 

რაც შეეხება კომიტეტზე განხილულ კიდევ ერთ მატჩს - გორის „დილასა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის. სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის  დროს გულშემატკივართა მიერ მოედანზე შეჭრის გამო სკ „დილა“ დაჯარიმდა (სადისციპლინო კედექსის 106-ე მუხლის დარღვევა) 4000 ლარით. სკ „დილას“ ფეხბურთელი ლექსო კვახაძე, კი მსაჯის შეურაცყოფისათვის 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 600 ლარი ფულადი ჯარიმით დაისაჯა.

 

სფფ-ის სადისციპლინო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება ოფიციალურად კლუბებს ხვალ დილით დაეგზავნებათ.

 

სფფ-ის პრესსამსახური

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1394408888_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi