FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

დავით ყიფიანის თასი - შუქურა 1/2 ფინალშია

20-03-2014
8 კომენტარი

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალები.

 

მარტვილის "მერანმა", შინ, პირველი ლიგაში მოასპარეზე "შუქურა" მიიღო და ყველასათვის მოულოდნელად შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა. პირველი მატჩი, ქობულეთში, 0:0 დასრულდა და სტუმრად გატანილი 2 გოლის წყალობით "შუქურა" 1/2 ფინალში გავიდა. ცნობისთვის, ქობულეთური გუნდი საქართველოს პირველი ლიგის მე-2 პოზიციაზე იმყოფება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს შეხვედრა ჯერ-ჯერობით შეწყვეტილად ითვლება, რადგან უკანასკნელ წუთზე "მერანის" გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ.

 

"ჩიხურამ", საჩხერეში "სიონი" მიიღ და მეტოქე 2:1 დაამარცხა. 54-ე წუთზე ანგარიში ალექსანდრე გოგობერიშვილმა გახსნა, 79-ე ზე მეორე გოლი დავით ოდიკაძემ გაიტანა, საბოლოო წერტილი კი ნიკოლოზ კვასხვაძემ 90-ე წუთზე დასვა. ცნობისთვის, პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი ანგარიში 3:2-ა და "ჩიხურა" შემდეგ ეტაპზეა.

 

გორში, "დილამ" "ტორპედო" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გოლები კობა შალამბერიძემ და გურამ გურეშიზემ გაიტანეს. ორი მატჩის ჯამში "დილამ" 4:1 იმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა.

 

1/4 ფინალის მე-4 შეხვედრა 18 საათზე გაიმართა და "დინამომ" "მეტალურგი" 4:1 დაამაცხა. გოლები ჩისკომ, მერებაშვილმა, გორგიაშვილმა და გლიშიჩმა გაიტანეს. საპასუხოდ "მეტალურგის" მხრიდან 1 ბურთი ჩიმაკაძემ გაქვითა. ორი მატჩის ჯამში "დინამომ"  6:1 იმარჯვა.

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1395320130_untitled-1.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi