FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ლევან გეგეჭკორი: რაც მოხდა არ იყო ლამაზი, თუმცა...

22-03-2014
12 კომენტარი

მარტვილის "მერანის" ფეხბურთელმა, ლევან გეგეჭკორმა FCI.Ge-სთან კომენტარი გააკეთა.

 

როგორც მოგეხსენებათ, "მერანისა" და "შუქურას" დაპირისპირება ინციდენტით დასრულდა. კერძოდ კი, მარტვილელი ქომაგი სტადიონზე შეიჭრა და მსაჯებს დაესხა თავს.

 

ეს კი იმით იყო განპირობებული, რომ 2:2-ის დროს "მერანს" გვერდითა არბიტრმა გოლი არ ჩაუთვალა, რადგან მიიჩნია, რომ თამაშგარე მდგომარეობიდან იყო გასული.

 

"ვერ ვიტყვი, რომ მერანი ასეთი თამაშით დავით ყიფიანის თასიდან გავარდნას იმსახურებდა. მართალია არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა, თუმცა ცუდათ არ გვითამაშია. მცირე ხარვეზები იყო, რის გამოც გამოვეთიშეთ ტურნირს.

 

შუქურაზე იმის თქმა შემიძლია, რომ საკმაოდ მონდომებულები იყვნენ. მიმაჩნია, რომ ქობულეთელებს კარგი გუნდი ჰყავთ და მინდა, რომ წარმატებები ვუსურვო მათ.

 

რაც შეეხება არჩათვლილ გოლს, ნამდვილად არ ვიცი იყო თუ არა თამაშგარე მდგომარეობა, არ მინახავს ეპიზოდი განმეორებით, ასე რომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

 

იმ ინციდენტზე რაც თამაშის ბოლოს მოხდა, იმას ვიტყვი, რომ არ არის ლამაზი, თუმცა როდესაც გულშემატკივარი საკუთარი გუნდის საქომაგოდ მიდის და ხედავს, რომ ძალიან ხშირად უსამართლოდ ექცევიან მის საყვარელ კლუბს ცოტა რთულია მათთვის ამის ყურება.

 

რაც ჩემპიონატი განახლდა, უმეტესს თამაშებში იჩაგრება მერანი. გუნდს ხან თერთმეტმეტრიანს არ უნიშნავენ, ხან კი პირიქით, უსამართლოდ უნიშნავენ საწინააღმდეგოდ. იყო კიდევ სხვა შემთხვევებიც, კაცის გაგდება და ა.შ", - განაცხადა ლევან გეგეჭკორმა FCI.Ge-სთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ რამდენიმე შეხვედრაში არბიტრებმა საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღეს "მერანის" საწინააღმდეგოდ. მათ "მეტალურგთან", თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს, "დილასთან" პირიქით, საკუთარი კარის მიმართულებით დაინიშნა საეჭვო ვითარებაში პენალტი. "ზესტაფონთან" მოედნიდან ფეხბურთელი გაუძევეს.

 

მართალია მსაჯები არ გაუმტყუნებიათ არცერთ ეპიზოდში, თუმცა ყველა გადაწყვეტილება საეჭვო იყო.

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-03/1395446237_untitled-1.png
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi