FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

მერანი 0:3 დილა

28-04-2014
3 კომენტარი

ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია „დილამ“ ქუთაისში „მერანთან“ შეწყვიტა და მეტოქეს ანგარიშით 3:0 ძლია.

 

მატჩს ძირითადად გორელები აკონტროლებდნენ. პირველივე სახიფათო მომენტი სტუმრებმა გოლით დაასრულეს. კოშკაძე-ბოლქვაძის კომბინაციის შემდეგ, ქვილითაიამ უპრობლემოდ შეძლო ანგარიშის გახსნა - 0:1. გატანილი ბურთის შემდეგაც გორელები უფრო კარგად გამოიყურებოდნენ. ბოლო წუთებზე გოლის ავტორი გიორგი ქვილითაია საჯარიმოში წააქციეს და მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა მარტვილელთა კარში. პენალტის ნიშნულთან დავით ბოლქვაძე მივიდა და ზუსტად დაარტყა - 0:2.

მეორე ნახევარში „მერანმა“ ცადა შეტევები სწორად წარემართა, თუმცა მეტოქე ამის საშუალებას არ აძლევდა. 68’-ე წუთზე ბოლქვაძის გადაცემის შემდეგ, ქვილითაიამ დუბლი გაიფორმა და წერტილი დასვა ამ მატჩში - 0:3.

ბოლო წუთებზე მასპინძლებს შეეძლოთ ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა ერთი-ერთზე გასულ კუჭუხიძეს გორელთა მეკარემ ბექა შეყრილაძემ აჯობა და კარის მშრალად შენახვა შეძლო.

 

გუნდების შემადგენლობა

 

„მერანი“: მამალაძე, დეკანოსიძე, იობაშვილი, ჯღამაია (ციცხვაია 57’), გაბუნია, გეგია, ჩუკვურანი, ჯოჯუა, ბაბუნაშვილი (კაპ.) (აშორტია 50’), ხუბუა, კუჭუხიძე.

სათადარიგო: ბეგაშვილი, აშორტია, ციცხვაია, ბარბაქაძე, ფაილოძე, ჯიქიძე, ჭეიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე.

 

„დილა“: შეყრილაძე, ორბელაძე, კობახიძე, კვახაძე, გაფრინდაშვილი, გურეშიძე, რაზმაძე (სადაღაშვილი 43’), ბოლქვაძე, კოშკაძე (წიქარიძე 77’), შალამბერიძე (რაჟამაშვილი 46’), ქვილითაია.

სათადარიგო: ლეგაშვილი, სადაღაშვილი, ჯიშკარიანი, წიქარიძე, ახალკაცი, კორღალიძე, რაჟამაშვილი.

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.

 

გოლები: ქვილითაია (16’) 0:1, ბოლქვაძე (44’) 0:2, ქვილითაია (68’) 0:3.

გაფრთხილება: ჯღამაია (54’).

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.

 

დილას ოფიციალური ვებგვერდი

https://www.fci.ge/uploads/posts/2014-04/1398641869_6474a5cdeef73c37a7da186af5f843c2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi