FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

"ინტერის უპირატესობა უდავოა"

18-12-2009
23 კომენტარი

ინტერის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი დირექციის წარმომადგენელი ლუიშ ფიგუ ხმა მაღლა საუბრობს ინტერის უპირატესობებზე: "ჩვენ ჟოზე მოურინიო გვყავს, მწვრთნელი, რომელსაც ლონდონის ჩელსიში მრავალი წელი აქვს გატარებული, ის იცნობს ყველა ფეხბურთელს, იცის მათი შესაძლებლობები. მოკლედ, ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს. პირველი მატჩი შეიძება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს, სან სიროზე გამარჯვება უდავოდ უნდა მოვიპოვოთ."

"ჩელსი? - ეს არის ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც ჩვენსავით მთელი სეზონის განმავლობაში თავისი ჩემპიონატის ლიდერია, ბრწყინვალე ფორმაშია ყველა მათი ფეხბურთელი და შესაბამისად გუნდის თამაშები ძალიან დამაჯერებელია, თუმცა გავიმეორებ, რომ ჩვენ ჟოზე გვყავს, კაცი, რომელმაც გადასარევად იცის "არისტოკრატების" შესაძლებლობები."

"მათ დროგბა ჰყავთ - ჩვენ ეტო'ო, მათ ლემპარდი - ჩვენ სნეი, არც დაცვაში გვიჭირს, არ მიმაჩნია, რომ ლუსიოზე მაღალი დონის ცენტრალური მცველი დღეს ბევრი იყოს."

https://www.fci.ge/uploads/posts/2009-12/1261146870_luis-figo.jpg
მწვანე ზონა
navige
saitebi