FCI.ge
FCI.ge
ვალენსიას უმძიმესი ტრავმა |
ანტონიო ვალენსია წინასწარი ინფორმაციით 6-დან 8 თვემდე თამაშს ვეღარ შესძლებს. ეკვადორელმა ფეხბურთელმა ტრავმა დღეს "რეინჯერსის" წინააღმდეგ მატჩისას მიიღო. ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მარჯვენა ფლანგიდან ცდილობდა შეტევას, როდესაც მისთვის ბურთის წართმევა კირკ ბროადფუტმა სცადა, თუმცა მცდელობა ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა ვალენსიასთვის - მან უმძიმესი ტრავმა მიიღო. ეკვადორელს წინასწარი ინფორმაციით მოტეხილი აქვს კოჭი.
"როდესაც რეინჯერსის ფეხბურთელმა ხელების ქნევა დაიწყო, უმალვე ქვევით ჩამოვედი, ვინაიდან მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. შეხვედრა ხუთ წუთზე მეტით შეჩერდა, ვალენსია პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვშიშობ, ის სეზონის ბოლომდე დაგვაკლდება" - განუცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერის ოფიციალურ ვებგვერს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.