FCI.ge
FCI.ge
ბარსას ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაზე |
გუშინ ბარსელონამ პანათინაიკოსს უმასპინძლა და 5-1 დაამარცხა. 2 ბურთი ანგარიშზე ლიონელ მესიმ მიითვალა. არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე 27 გატანილი ბურთი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ლიონელი კატალუნიური კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა. ლიონელმა 2 ბურთით გაასწრო ბრაზილიელ რივალდოს, რომელსაც ლიგაზე ბარსას მაისურით 25-ჯერ ჰქონდა თავი გამოჩენილი.
კურიოზული დამთხვევაა, მესიმ თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ რომ პანათინაიკოსს გაუტანა 5 წლის წინ.
ბარსას სხვა ფეხბურთელების მაჩვენებლები:
1. Messi 27
2. Rivaldo 25
3. Kluivert 21
4. Luis Enrique 20
5. Eto'o 18
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.