FCI.ge
FCI.ge
პაცინი დღეს არ იქნება |
ევროლიგის დებიუტს დღეს სამპდორია დიდი დანაკლისით ხვდება. როგორც Football-italia იუწყება, პსვ ეინდჰოვენის წინააღმდეგ არ ითამაშებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯანპაოლო პაცინი.
იტალიელმა დაზიანების გამო არც სერია ა-ს ბოლო ტურში მიიღო მონაწილეობა, სადაც "სამპამ" ნამდვილი კოშმარი მოუწყო იუვენტუსს და სამ გატანილ გოლთან ერთად, ქულის წამოღებაც შეძლო.
პაცინის გარდა 22-კაციან განაცხადში არ იმყოფებიან ანრეა პოლი და ფერნანდო ტისონე.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.