FCI.ge
FCI.ge
სევილიას ახალი მწვრთნელი ჰყავს |
სევილიას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო ალვარესი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. ალვარესმა ანდალუსიური კლუბი დაახლოებით 6 თვის წინ ჩაიბარა. წინა სეზონის დასასრულს მწვრთნელმა მოახერხა კლუბში რთული სიტუაციის გამოსწორება და გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი მოახვედრა. ახალი სეზონი კი ძალზედ წარუმატებლად დაიწყო, ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სევილია ბრაგასთან 3-5 დამარცხდა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პირველი შეხვედრა პარიზულ კლუბთან სახლში დათმო. ამას დაერთო წარუმატებელი შეხვედრები პრიმერაში. ბოლო ტურში ალვარესის შეგირდები ერკულესთან 0-2 დამარცხდნენ, რაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
გუნდის ახალ მწვრთნელად კი გამოცდილი გრეგორიო მანსანო დაინიშნა, რომელმაც წინა სეზონში მალიორკა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოახვედრა. შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით მალიორკა ფინანსური პრობლემების გამო ტურნირის მიღმა დატოვეს. 54 წლის მანსანო პირველ ვარჯიშს ახალ კლუბთან დღეს დილით ჩაატარებს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.