FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

რაულის პირველი ბუნდესლიგური გოლი

27-09-2010
89 კომენტარი

ბუნდესლიგა ძალიან ცუდი სტარტით დაიწყო "შალკემ", რომელსაც პირველი 4 ტურის შემდეგ ყველა წაგება ჰქონდა და ცხრილში უკანასკნელი პოზიცია ეკავა. სიტუაცია ოდნავ გამოსწორდა, როდესაც "მეშახტეებმა" მეხუთე ტურში "ფრაიბურგი" დაამარცხეს (2:1). მე-6 ტურში კი შინ "მიუნხენ გლადბახთან" ფრეს დასჯერდნენ, თუმცა თამაშის ბოლოს ფრეც კი სანატრელი გაუხდათ, ვინაიდან პირველი ტაიმი სტუმრების ორბურთიანი გამარჯვებით დასრულდა. წაგებული ტაიმის მიუხედავად, "შალკეს" ფორვარდებმა თამაშის სადავეების ხელში ჩაგდება მაინც შესძლეს და "გადარჩენის" გოლებიც გაიტანეს. ყველაფერი ჰუნდელაარმა დაიწყო (52), ხოლო "შალკეს" ქულა რაულმა მოუტანა (87). ორივე ფეხბურთელი გუნდში ახალწვეულები არიან, თუმცა ყველამ ყურადღება რაულ გონსალეს ბლანკოს გოლს მიუძღვნა, რომლისთვისაც ეს პირველი ბუნდესლიგური გოლი გახლდათ.
თამაშის შემდეგ 33 წლის ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ შემდეგი განაცხადა: "გუნდისთვის ეს უმნიშვნელოვანიესი გოლი იყო. პირადად მე ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ მომენტს და რა თქმა უნდა ძალიან მოხარულიც ვარ, რომ გუნდისთვის ასეთ რთულ მომენტში სასარგებლო აღმოვჩნდი. თამაშის საფინალო სასტვენის შემდეგ ისეთი გრძნობა დამრჩა, რომ მისი მოგებაც კი შეგვეძლო, თუმცა ამ მომენტისთვის ფრეც არ არის ცუდი შედეგი. გუნდმა ცუდი სტარტის შემდეგ პროგრესი დაიწყო და მთავარია ასე გავაგრძელოთ."

https://www.fci.ge/uploads/posts/2010-09/1285588061_raul.jpg
მწვანე ზონა

უკან1 2 3 4 5 წინ

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi