FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ჰუნტელაარი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

4-02-2015
2 კომენტარი

როგორც მოსალოდნელი იყო, გელზენკინხენის "შალკეს" აპელაციამ გამოიღო შედეგი, მაგრამ კლას-იან ჰუნტელაარის დისკვალიფიკაცის კვლავ აბსურდული სახე აქვს.

 

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ შეხვედრაში, "ჰანოვერის" წინააღმდეგ, მატჩის მიწურულს, ჰოლანდიელი თავდამსხმელი უკნიდან ეუხეშა მეტოქეს და გაძევებული იქნა მოედნიდან.

 

ეს მომენტი განიხილა გერმანული ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა და ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა კლას-იანი. "შალკემ" უმალვე შეიტანა აპელაცია, რომელიც დღეს განიხილეს.

 

"ლურჯების" გასაჩივრებამ შედეგი მაინც გამოიღო, რადგან დისკვალიფიკაცია ოთხ მატჩამდე შემცირდა. თუმცა, თუ ჰუნტელაარი 2016 წლის 30 იანვრამდე მიიღებს წითელ ბარათს, ის ერთის ნაცვლად ორ მატჩს გამოტოვებს ავტომატურად.

 

ჰუნტელაარი მიმდინარე სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია "შალკესთვის"(7 გოლი 17 თამაშში), მაგრამ ასეთი წესებია გერმანიაში.

https://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423057695_262255.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi