FCI.ge
FCI.ge
მილანი აიაქსთან მატჩის წინ |
ჩემპიონთა ლიგის მოახლოებასთან ერთად გუნდების მწვრთნელები უკვე იმტვრევენ თავს იმაზე, თუ რა შემადგენლობას დააყენებენ ისინი სამშაბათსა და ოთხშაბათს. გამონაკლისი არც მასიმილიანო ალეგრია, რომელიც ემზადება აიაქსთან ბრძოლისთვის. მისი მთავარი საფიქრალი არის, დააყენოს თუ არა რონალდინიო სასტარტო თერთმეტეულში. Il Corriere dello Sport-ის პროგნოზით, ალეგრი დინიოს ამსტერდამში სკამზე დატოვებს. მიზეზი კი ჯენოასთან ნაჩვენები უფერული თამაშია. სავარაუდოთ მილანი 4-4-2 ტაქტიკით იქნება, სადაც შეტევაში იბრაჰიმოვიჩი რობინიოს დუეტი იქნება, რონალდინიოს ადგილს კი კლარენს ზეედორფი დაიკავებს.
ჰოლანდიაში შესაძლოა საერთოდ ვერ გაემგზავროს ჯენარო გატუზო, რომელსაც კუნთის ტრავმა აქვს. მის ადგილს სავარაუდოთ მეტიუ ფლამინი დაიკავებს.
აიაქსი-მილანის დაპირისპირება იმითაც არის საინტერესო, რომ ამსტერდამ არენაზე ბრუნდება კლუბის ორი ყოფილი ვარვსკვლავი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კლარენს ზეედორფი. ამ ორი ფეხბურთელის ჩირაღდანი დიდ ფეხბურთში სწორედ ეს ჰოლანდიური გრანდი იყო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.