FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: რეალი Vs სევილია

4-02-2015
5 კომენტარი
რეალი
სევილია
23:45 საათი 4 თებერვალი, ლა ლიგის XVI ტური, სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი
კასილასი - კარვახალი, რამოსი, ვარანი, ნაჩო - ხედირა, კროოსი, ილარამენდი - ბეილი, ბენზემა, ისკო
ბეტო - კოკე, არიბასი, კარისო, ფიგეირაში - მ'ბია, კნიხოვიაკი - დეულოფეუ, დენის სუარესი, ვიტოლო - ბაკა

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა:

მადრიდის რეალი: "სამეფო კლუბმა" მძიმედ დაიწყო 2015 წელიწადი, მაგრამ ადვილი კალენდრის ფონზე შედეგები მარტივად გამოასწორა. თუმცა, "კორდობასთან" სკანდალური თამაშის შემდეგ, რამაც კრიშტიანო რონალდო დააკარგვინა გუნდს ორი თამაშით, საიდანაც ერთი უკვე ჩაატარა "რეალმა" და 4:1 გაანადგურა "სოსიედადი". დღეს კი, მადრიდელები გადადებულ მატჩს ჩაატარებენ, რომელიც თავის დროზე კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატის გამო ვერ ჩაატარეს. კარლო ანჩელოტის გუნდი ამჟამად მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს "ბარსელონას", მაგრამ დღეს გამარჯვების შემთხვევაში, სხვაობა ოთხამდე გაიზრდება. გარდა ამისა, "თეთრები" გამარჯვებათა სერიას ლა ლიგაში ხუთ მატჩამდე აიყვანენ. "რეალს" კვლავ დააკლდებიან პეპე და ლუკა მოდრიჩი, ფაბიო კოეტრნაოც ტრავმირებულია, კრიშტიანო რონალდო კი დისკვალიფიკაცირებულია.

 

სევილია: "სევილიას" ჩინებული სერია მეოცე ტურში შეწყდა მესტალიაზე, როდესაც უნაი ემერი ყოფილ გუნდთან 1:3 დამარცხდა. იმ შეხვედრაში "ვალენსია" 100%-თ იმსახურებდა გამარჯვებას, ამიტომ "სევილიას" საწუნუნო არაფერი აქვს. ამის შემდეგ, ანდალუსიელებმა "ესპანიოლი" დაამარცხეს შინ 1:0 თასზე და ასევე კატალონიელებთან მოუწიათ ბრძოლა ლა ლიგის წინა ტურშიც. საოცარი თამაში "სევილიამ" 3:2 მოიგო, იაგო ასპასის გოლის წყალობით. უნაი ემერის გუნდი 42 ქულით მეოთხე ადგილზეა და თუ მოიგებს ოთხით გაასწრებს მთავარ მდევარ "ვალენსიას", თანაც სამით მიუახლოვდება მადრიდის "ატლეტიკოს". თუმცა, ანდალუისელთა დანაკლისი სერიოზულია: კრისტოფორო, ტრემულინასი კვლავ ტრავმირებულნი არიან, პარეხამ, რეიესმა და გამეირომაც ვერ მოასწრეს გამოჯანმრთელება, ბანეგა კი - დისკვალიფიკაცირებულია.

საინტერესო ფაქტები:

  • მადრიდის "რეალს" ზედიზედ ოთხი საშინაო თამაში აქვს მოგებული გამანადგურებელი ანგარიშით, ლა ლიგაში.

 

  • "სევილიას" მიმდინარე სეზონში სტუმრად ფრე არ უთამაშია (5 მოგება, 3 წაგება).

 

  • "რეალს" ხუთმატჩიანი მოგებების სერია აქვს "სევილიასთან" ლა ლიგაში, სანტიაგო ბერნაბეუზე.

 

  • უნაი ემერის არასოდეს მოუგია "რეალთან" გასვლითი თამაში ლა ლიგაში (5 წაგება, 1 ფრე).

https://fci.ge/uploads/posts/2015-02/1423059185_1383172973706_lc_galleryimage_madrid_spain_october_30_g.jpg

ბოლო ურთიერთშეხვედრები

ჩემპიონატი

თარიღი მასპინძელი ანგარიში სტუმარი
უეფას სუპერთასი 12/08/14 რეალი            2:0 სევილია
ლა ლიგა 27/03/14 სევილია            2:1 რეალი
ლა ლიგა

31/10/13

რეალი            7:3 სევილია
ლა ლიგა 10/02/13 რეალი            4:1 სევილია
ლა ლიგა 16/09/12 სევილია            1:0 რეალი

 

ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი 28 8
2 ლიონელ მესი ბარსელონა 22 1
3 ნეიმარი ბარსელონა 15 0
4 კარლოს ბაკა სევილია 12 4
5 კარიმ ბენზემა რეალი  11 0
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi