FCI.ge
FCI.ge
სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო ტური გაიმართა ბუნდესლიგაში, ახლა კი გერმანული ფეხბურთის მოყვარულს სათასო დაპირისპირებები ელოდება. გერმანიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები ერთმატჩიანია, რაც კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. დღეს, "ვოლფსბურგი" და დორტმუნდის "ბორუსია" ჩაატარებენ საკუთარ თამაშებს, ორივე მათგანი ფავორიტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
ვოლფსბურგი Vs ფრაიბურგი
ჩემპიონატი: გერმანიის თასი, მეოთხედფინალური ეტაპი
თარიღი: 21:00 საათი, 7 აპრილი
სტადიონი: ვოლფსვაგენ არენა, ვოლფსბურგი
მთავარი მსაჯი: ტობიას შტილერი
პირდაპირი ტრანსლიაცია: -
სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ვოლფსბურგმა" რეაბილიტაცია მოახდინა "მაინცთან" დაკარგული ქულების გამო და საკუთარ მოედანზე 3:1 მოუგო "შტუტგარტს". ამ თამაშის მთავარი მოვლენა, ანდრე შურლეს მიერ გატანილი პირველი გოლია პრემიერ ლიგიდან დაბრუნების შემდეგ. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, რომ ანდრე მოუმატებს, უფრო მეტად სასარგებლო იქნება "ვოლფსბურგისთვის". დიტერ ჰეკინგის გუნდს ფაქტიურად განაღდებული აქვს მეორე ადგილი ბუნდესლიგაში, ამიტომ "მგლები" სრულიად კონცენტრირებულნი არიან სათასო ტურნირებზე, რათქმაუნდა პრიორიტეტი ევროპის ლიგაა, მაგრამ არც გერმანიის თასზე იტყვიან უარს. როგორც წესი, ჰეკინგი სათასო თამაშების დროს რამდენიმე წამყვან მოთამაშეს აძლევს დასვენების საშუალებას, მაგრამ ამჯერად ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მოთამაშეები არც ისე გადაღლილები არიან. თუმცა, "შტუტგარტთან" შეხვედრისგან განსხვავებით, ალბათ ძირითადში იქნება მაქსიმილიან არნოლდი, მან საკუთარი გუნდის ბოლო შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. გუნდის ლაზარეთში, კვლავ ფელიპე და აარონ ჰანტი იმყოფებიან. ძირითადში სებასტიან იუნგის ხილვაც მოსალოდნელია, ახალგაზრდა გერმანელი ხშირად ვერ იღებს სათამაშო დროს და იმედია დღეს მაინც მიეცემა შანსი.
კრისტიან შტრაიხის გუნდმა, შაბათს "კიოლნი" დაამარცხა საკუთარ მოედანზე და ზედიზედ მეორე თამაში მოიგო ბუნდესლიგაში მშრალად. "ფრაიბურგმა" 28 ქულა დააგროვა და მე-14 პოზიციამდე ავიდა. შტრაიხი და მისი შეგირდები აუცილებლად ბოლომდე იბრძოლებენ და ეცდებიან, რომ თასზე მაქსიმალურად შორს გავიდნენ. რათქმაუნდა, "ფრაიბურგის" მთავარი საზრუნავი ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ შტრაიხი საკმაოდ მონდომებულია და არ იტყოდა უარს ღირსეულ ბრძოლაზე, თანაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც "ვოლფსბურგია". "ფრაიბურგს" ტრავმირებული მოთამაშეები არ ჰყავს, რაც შესანიშნავია. ძალიან საინტერესოა როგორ თერთმეტეულს შეარჩევს შტრაიხი, მას არჩევანი საკმაოდ დიდი აქვს.
ფავორიტი რათქმაუნდა "ვოლფსბურგია", მაგრამ "ფრაიბურგი" არაფერს დათმობს და ეცდება, რომ მინიმუმ ღირსეულად იბრძოლოს. თუ შტრაიხის გუნდი ძირითად დროში მაინც არ წააგებს - ეს უკვე მიღწევა იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ვოლფსბურგი: ბენალიო - იუნგი, ნალდო, კნოხე, რ.როდრიგესი - გუსტავო, არნოლდი - კალიჯური, დე ბრუინი, შურლე - დოსტი.
ფრაიბურგი: ბიურკი - შეფერი, კრმასი, მიტროვიჩი, გიუნტერი - კლაუსი, სორგი, დარიდა, შმიდი - ფრანტცი, ფილიპი.
საინტერესო ფაქტები:
დ.ბორუსია Vs ჰოფენჰაიმი
ჩემპიონატი: გერმანიის თასი, მეოთხედფინალური ეტაპი
თარიღი: 22:30 საათი, 7 აპრილი
სტადიონი: სიგნალ იდუნა პარკი, დორტმუნდი
მთავარი მსაჯი: დენის აიტეკინი
პირდაპირი ტრანსლიაცია: -
დორტმუნდის "ბორუსიას" დაუმარცხებელი სერია მეორე წრეში, მიუნხენის "ბაიერნმა" შეწყვიტა სიგნალ იდუნა პარკზე და 1:0 მოუგო პრინციპულ მეტოქეს. თუმცა, იმ შეხვედრაში იურგენ კლოპის გუნდს ნამდვილად სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რადგან "რეკორდმაისტერი" დაცვიდან თამაშობდა და არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა მოწინააღმდეგეს. ეს დორტმუნდელთათვის მოულოდნელობა იყო, ახლა კი ისინი რეაბილიტაციის მოხდენას ეცდებიან თასის საშუალებით. თუმცა, სწორედ ეს ტურნირი "ბორუსიასთვის" პრიორიტეტული ამ ეტაპზე, ორი მიზეზის გამო: ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსს იძლევა და ბოლო-ბოლო გერმანიის თასი ტიტულია. კლოპს კი რათქმაუნდა არ სურს, რომ შეწყვიტოს საკუთარი წარმატებული ტიტულოვანი სერია, რომელიც ზედიზედ ოთხ სეზონს შეადგენს. "ყვითლების" მთავარი პრობლემა ამ სეზონში მომენტების რეალიზაციაა, იმედი ვიქონიოთ, რომ "ბორუსია" ამჯერად არ გააფუჭებს ყოველ შანსს. პიშჩეკი, კირხი, შაჰინი და გროსკროიცი კვლავ ვერ დაეხმარებიან საკუთარ გუნდს. მოსალოდნელია რამდენიმე ცვლილება, პირველ რიგში ილქაი გიუნდოგანის დასვენებას უნდა ველოდოთ, მას სავარაუდოდ, სებასტიან კელი შეცვლის. აგრეთვე საინტერესოა ამჯერად ვის დააყენებს კლოპი თავდასხმაში, რადგან თასზე ჩირო იმობილეს აძლევს ხოლმე შანსს, მაგრამ იტალიელი არ არის ფორმაში, გუნდს კი გამარჯვება სჭირდება.
"ჰოფენჰაიმი" კიდევ უფრო ცუდ ფორმაშია, რადგან გუნდი სანაკრებო პაუზაზე "პადერბორნთან" ნულოვანი ფრით გავიდა, რის შემდეგაც შინ განადგურდა "მ.ბორუსიასთან". ლიდერები: კევინ ვოლანდი და რობერტო ფირმინიო ფორმაში არიან, მაგრამ დაცვის ხაზში არის პრობლემები. ნიკლას ზიულე კვლავ ლაზარეთშია, მაგრამ ამჯერად ბიჩაკჩიჩი შეძლებს თამაშს. ბოსნიელმა წინა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა და მისი არყოფნა დაეტყო კიდეც გუნდს. მარკუს გისდოლი საბრძოლო შემადგენლობას დააყენებს, რადგან "სოფლელები" სერიოზულად უყურებენ გერმანიის თასს და სურთ, რომ რაც შეიძლება შორს გააღწიონ.
დორტმუნდში საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი თამაშია მოსალოდნელი, წესით გახსნილი ფეხბურთი უნდა ვიხილოთ, ბევრი საგოლე მომენტით.
სავარაუდო შემადგენლობები:
დ.ბორუსია: ვაიდენფელერი - სოკრატისი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - კელი, სვენ ბენდერი - კაგავა, კამპლი, როისი - ობამეიანგი.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - ბეკი, შტრიობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი - რუდი, პოლანსკი - ელიუნუსი, ფირმინიო, ვოლანდი - მოდესტე.
საინტერესო ფაქტები:
გერმანიის თასის საუკეთესო ბომბარდირები
№ | ფეხბურთელი | გუნდი | გოლი | პენალტით |
1 | სვენ შიპლოკი | ჰოფენჰაიმი | 5 | 0 |
2 | შტეფან კისლინგი | ბაიერი | 5 | 0 |
3 | დავიდ ალაბა | ბაიერნი | 5 | 0 |
4 | ჩირო იმობილე | დ.ბორუსია | 3 | 0 |
5 | ადმირ მეჰმედი | ფრაიბურგი | 3 | 0 |
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.