FCI.ge
FCI.ge
მას შემდეგ, რაც იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტური მხოლოდ შაბათ დღეს ჩატარდა, კალჩიოს მოყვარულებს იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალები ელით. დღეს, "ფიორენტინა" და "იუვენტუსი" გაეჯიბრებიან ერთმანეთს, ტურინში "იებმა" 2:1 მოიგეს და სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს.
ფიორენტინა Vs იუვენტუსი
ჩემპიონატი: იტალიის თასი, განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი
თარიღი: 22:45 საათი, 7 აპრილი
სტადიონი: არტემიო ფრანკი, ფლორენცია
მთავარი მსაჯი: -
პირდაპირი ტრანსლიაცია: -
ვინჩენცო მონტელას გუნდმა, საკმაოდ საჭირო შესვენების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჩაატარა და შინ 2:0 დაამარცხა "სამპდორია". მორიგი მშვენიერი გოლი შეაგდო მოჰამედ სალაჰმა, მარიო გომესმა კი კიდევ ერთი კარგი თამაში ჩაატარა, რაც ძალიან სასიხარულოა "იებისთვის". ფლორენციული კლუბი 49 ქულით მეოთხე პოზიციაზე გადავიდა და ექვსით ჩამორჩება "ლაციოს". რათქმაუნდა, "ფიორენტინა" ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად, მაგრამ მონტელა არც ტიტულზე იტყოდა უარს. თანაც, "ფიორენტინამ" მშვენიერი უპირატესობა მოიპოვა, როდესაც ტურინში 2:1 მოუგო "იუვენტუსს" და დღეს ეცდება, რომ მაქსიმალურად კარგად ითამაშოს დაცვაში, შეტევაში კი წესით არაერთი შანსი ექნებათ. სტეფან სავიჩი, მანუელ პასკუალი და იოსიპ ილიჩიჩი კვლავ ლაზარეთში არიან, მაგრამ მათ ჰყავთ სათანადო შემცვლელები. მოსალოდნელია, რომ მონტელა კვლავ ოთხი დამცველით ითამაშებს, უბრალოდ მატიას ფერნანდესის ძირითადში ხილვაა მოსალოდნელი, ალბერტო აკვილანის ნაცვლად.
ტურინის "იუვენტუსი" აგრძელებს დამაჯერებელ სვლას ეროვნულ ჩემპიონატში და შაბათს "ემპოლი" დაამარცხა 2:0 ტურინში. მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა კარლოს ტევესმა, რომელიც უბრალოდ ფენომენალურ ფორმაშია და სწორედ მისი იმედი აქვთ "ბებერი ქალბატონის" ქომაგებს პირველ რიგში. მასიმილიანო ალეგრის გუნდი უკვე ჩემპიონია, ამიტომ მათი მთავარი საფიქრალი უკვე ჩემპიონთა ლიგაა. მიუხედავად ამისა, "იუვეს" რათქმაუნდა სურს, რომ თასზეც მიაღწიოს წარმატებას, ამიტომ ტურინელები სრული კონცენტრაციით გავლენ მინდორზე და ეცდებიან ორი გოლის გატანას, რაც აუცილებელია. თანაც, ანდრეა პირლოს დაბრუნებას ელოდება იტალიური ფეხბურთის ქომაგი, რომელიც უკვე მწყობრშია და წესით დღეს პირველივე წუთიდან უნდა ვიხილოთ. აგრეთვე, კლაუდიო მარკიზიოა განაცხადში და შესაძლოა ისიც შევიდეს მინდორზე. პოლ პოგბა, დე ჩელიე, კასერესი, ასამოა კვლავ ტრავმირებულნი არიან.
არტემიო ფრანკიზე ძალიან სანახაობრივი თამაშია მოსალოდნელი, რადგან "იუვეს" ორი გოლი აქვს გასატანი და გახსნის თამაშს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ფიორენტინა: ნეტო - მიკა რიჩარდსი, გ.როდრიგესი, ბასანტა, მარკოს ალონსო - მატიას ფერნანდესი, ბადელი, ვალერო - დიამანტი, მარიო გომესი, სალაჰი.
იუვენტუსი: ბუფონი - ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, კიელინი, ევრა - პადოინი, პირლო, რ.ფერეირა - ლიორენტე, ტევესი.
საინტერესო ფაქტები:
იტალიის თასის საუკეთესო ბომბარდირები
№ | ფეხბურთელი | გუნდი | გოლი | პენალტით |
1 | მარიო გომესი | ფიორენტინა | 4 | 0 |
2 | ანტონიო დი ნატალე | უდინეზე | 4 | 0 |
3 | მანოლო გაბიადინი | ნაპოლი | 3 | 0 |
4 | მიროსლავ კლოზე | ლაციო | 3 | 0 |
5 | ბალდე კეიტა | ლაციო | 3 | 0 |
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.