FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ესპანეთის ლა ლიგა: 7 აპრილის მატჩების პრევიუ

7-04-2015
1 კომენტარი

ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში შუაკვირას მორიგი, 30-ე ტური გაიმართება. დღეს, სამი თამაში შედგება და საქმეში ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლ ორ ძალიან საინტერესო გუნდს ვიხილავთ.

 

ატლეტიკო Vs სოსიედადი

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXX ტური

თარიღი: 22:00 საათი, 7 აპრილი

სტადიონი: ვისენტე კალდერონი, მადრიდი

მთავარი მსაჯი: უნდიანო მალიენკო

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports

 

დიეგო პაბლო სიმეონეს გუნდმა, სანაკრებო პაუზის დროს დაისვენა და აღიდგინა ძალები, რაც ძალიან სჭირდებოდა გუნდს ძალიან გადამღლელი სამი თვის შემდეგ. "როხიბლანკო" წინა ტურში კორდობას ესტუმრა და აუტსაიდერი ძალიან მარტივად დაამარცხა 2:0, ყველაფერი უკვე პირველივე ტაიმში გადაწყდა. თუმცა, ეს მატჩი ძირითადში დაიწყო მარიო მანჯუკიჩმა, რომელიც მზად არ იყო სათამაშოდ და მინდორი ნაადრევა დატოვა. მატჩის წინ, სიმეონემ განაცხადა, რომ ხორვატს პირადად ესაუბრა და გაიგო, რომ კოჭის ტრავმა აწუხებს. მარიო გამოტოვებს დღევანდელ შეხვედრას და სავარაუდოდ ერთი კვირით მაინც დაისვენებს. აგრეთვე, ვარჯიშზე მუხლის დაზიანება მიიღო დიეგო გოდინმა და ისიც ვერ დაეხმარებ საკუთარ გუნდს. იმედია ურუგვაელს სერიოზული არაფერი სჭირს და მალე დაუბრუნდება მინდორს. მირანდამ მოიხადა დისკვალიფიკაცია, ამიტომ სიმეონეს არ მოუწეს ზემდეტი თავისმტვრევა, დაცვის ცენტრში მირანდა-ხიმენესის დუეტს ათამაშებს. შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ხოსე მარიას ძალიან უმართლებს. მოია და რაულ გარსია კვლავ ტრავმირებულნი არიან, რასაც ხუანფრანის დისკვალიფიკაცია ემატება. ესპანელ მარჯვენა მცველს, სავარაუდოდ, ხესუს გამესი შეცვლის, საპირისპირო ფრთაზე კი სიკეირა დადგება. "ვალენსიას" წაფორხილების გამო, "ატლეტიკომ" დაიბრუნა მესამე ადგილი და რათქმაუნდა არ აპირებს, რომ რამდენიმე დღეში კვლავ კონკურენტს გადააბაროს ასპარეზი.

 

დევიდ მოიესის გუნდი სანაკრებო პაუზაზე ზედიზედ სამი გამარჯვებით გავიდა და საკმაოდ ღირსეულად დაბრუნდა. წინა ტურში, ბასკებმა "მალაგასთან" ითამაშეს ფრედ 1:1 სტუმრად, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში კარგად შევიდა თამაშში ფინბოგასონი. ისლანდიელმა, ჯერ გოლი გაიტანა, "მალაგასთან" კი შედეგიანი პასი მიითვალა ანგარიშზე. ისლანდიელმა ჩააგდო პირველი წრე ტრავმის გამო და იქნებ ახლა მაინც აკრიფოს ოპტიმალური ფორმა, რაც ძალიან დაეხმარება "სოსიედადს". გამოცდილი შოტლანდიელის განკარგულებაში უკლებლივ ყველა მოთამაშეა და ვნახოთ რა არჩევანს გააკეთებს მოიესი.

 

"ატლეტიკო" ფავორიტია და წესით უნდა მოიპოვოს სამი ქულა, "სოსიედადი" კარგ შედეგებს დებს, მაგრამ გუნდის თამაშის ხარისხი ნამდვილად არ არის მაღალი.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკო: ობლაკი - ხესუს გამესი, მირანდა, ხიმენესი, სიკეირა - თურანი, გაბი, ტიაგო, კოკე - გრიზმანი, ტორესი.

 

სოსიედადი: რული - სალდუა, ელუსტონდო, მიკელ გონსალესი, იური ბერჩიჩე - პარდო, გრანერო - ხაბი პრიეტო, კანალესი, ჩორი კასტრო - აგირეჩე.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ვილიარეალთან" მარცხის შემდეგ, "ატლეტიკოს" ექვსმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ვისენტე კალდერონზე, ლა ლიგაში (5მ, 1ფ).

 

  • ბოლო 15 გასვლითი თამაშიდან ლა ლიგაში, "სოსიედადმა" მხოლოდ ერთი მოიგო, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.

 

  • ამ გუნდების ბოლო ოთხი დაპირისპირებიდან, ორი მოიგო "ატლეტიკომ" და ორიც "სოსიედადმა".

 

  • ფერნანდო ტორესისთვის, "სოსიედადი" საკმაოდ უხერხული მეტოქეა, მან ბასკების წინააღმდეგ ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი შეაგდო და ხშირად არ გამოსდიოდა ხოლმე "სოსიედადთან" თამაში.

 

 

ლევანტე Vs სევილია

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXX ტური

თარიღი: 00:00 საათი, 7 აპრილი

სტადიონი: სიუდად დე ვალენსია, ვალენსია

მთავარი მსაჯი: ველასკო კარბალიო

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports+

 

"ლევანტე" იდეალურად დაბრუნდა სანაკრებო პაუზის შემდეგ და უშუალო კონკურენტი "ალმერია" 4:1 გაანადგურა სტუმრად. დავიდ ბარალის ჰეთ-რიქის წყალობით, ლუკას ალკარასის გუნდი მე-18 პოზიციიდან, მე-14-მდე აღზევდა. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო და ვნახოთ როგორ გააგრძელებენ ვალენსიელები ასპარეზობას. ივან რამისი კვლავ დისკვალიფიკაცირებულია, მაგრამ ხუანფრანმა შესანიშნავად მაოხერხა მისი შეცვლა წინა ტურში. ვიქტორ კამარასა კვლავ ტრავმირებულია, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ალკარასი სავარაუდოდ არ შეცვლის სატარტო თერთმეტეულს.

 

"ვილიარეალის" სამჯერ დამარცხების შემდეგ, "სევილიამ" ერთი კვირით დაისვენა და შაბათს ძალიან კარგი თამაში ჩაატარა ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ. ანდალუსიელებმა ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარეს და 2:0 დაამარცხეს მოწინააღმდეგე. უნაი ემერის გუნდმა სამ ქულამდე შეამცირა სხვაობა "ვალენსიასთან" და ვნახოთ მოახერხებს თუ არა ესპანელი სპეციალისტი საკუთარი ოცნების ახდენას ამ სეზონში. ემერიმ აღიარა, რომ ოცნებობს "სევილიასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე. თუმცა, მათ სხვა შანსიც აქვთ ევროპის ყველა პრესტიჟულ ტურნირზე მოსახვედრად - ევროპის ლიგის მოგება, რაც შესაძლოა პრიორიტეტიც კი იყოს "სევილიასთვის", თანაც ამ გუნდმა უკვე დაიცვა ამ ტურნირზე ტიტული. გუშინ, პორტუგალიელმა გოლკიპერმა ბეტომ 2017 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი და ქომაგები ამით ძალიან გაახარა. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ბეტო წავიდოდა ზაფხულში, მაგრამ ახალი ხელშეკრულება - გაფორმდა. ის ჯერ ვერ გამოჯანმრთელდა, ამიტომ ვერ დაეხამრება საკუთარ გუნდს. აგრეთვე, ევერ ბანეგაა დისკვალიფიკაცირებული და მის ადგილს სავარაუდოდ, სტეფან მ'ბია დაიკავებს.

 

"სევილია" ფავორიტია და ყველაფერს გააკეთებს სამი ქულის ასაღებად, მაგრამ "ლევანტე" აუცილებლად იბრძოლებს, ისინი სახლში მზად არიან ნებისმიერი გუნდის გასამწარებლად.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ლევანტე: მარინიო - ივან ლოპესი, ვინტრა, ხუანფრანი, ტონიო - ხოსე მარი, სიმაო - ლუის მორალესი, კასადესუსი, ივანშიცი - ბარალი.

 

სევილია: სერხიო რიკო - კოკე, პარეხა, კარისო, ტრემულინასი - კნიხოვიაკი, მ'ბია - ალეშ ვიდალი, დენის სუარესი, ვიტოლო - ბაკა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო ოთხი საშინაო თამაშიდან, ლუკას ალკარასის გუნდმა სამი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.

 

  • "სევილიას" კი ზედიზედ ორი გასვლითი თამაში აქვს მოგებული ლა ლიგაში.

 

  • "ლევანტეს" შვიდმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ლა ლიგაში, "სევილიას" წინააღმდეგ (3მ, 4ფ).

 

 

ეიბარი Vs მალაგა

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXX ტური

თარიღი: 00:00 საათი, 7 აპრილი

სტადიონი: იპურუა, ეიბარი

მთავარი მსაჯი: ხილ მანსანო

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"ეიბარის" კატასტროფული სერია გრძელდება - ამჯერად, ბასკებმა "რაიო ვალეკანოსთან" წააგეს საკუთარ მოედანზე, მაგრამ გოლის გატანა მაინც მოახერხეს. გაიზკა გარიტანოს გუნდი მე-15 ადგილზეა 28 ქულით და მხოლოდ სამით უსწრებს მე-18-ზე მყოფ "ალმერიას". მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, არადა "ეიბარმა" ფანტასტიკურად ჩაატარა პირველი წრე და სწორედ ამის წყალობით არ არის ახლა გავარდნილი პრიმერადან. "რაიოსთან" მატჩში, რაულ ნავასმა წითელი ბარათი მიიღო, პიოვაკარიმ კი სეზონში მეხუთე გაფრთხილება, შესაბამისად - ორივე მათგანი დისკვალიფიკაცირებულია. ნავასი არყოფნაში, დაცვის ცენტრში, ანიბაროს გამოჩენაა მოსალოდნელი, ვეტერან იტალიელ თავდამსხმელს კი, მანუ დელ მორალი ჩაანაცვლებს. ანხელი კვლავ ლაზარეთში იმყოფება.

 

ხავი გრასიას გუნდი აბსოლიტურად უმოტივაციოდ თამაშობს, რაც ასვამს დაღს გუნდის თამაშს. მიუხეხადავად ამისა, "მალაგას" ნიჭიერი ახალგაზრდების ყურება ყოველთვის საინტერესოა, ისინი საკმაოდ ტექნიკურები, სწრაფები არიან და ერთმანეთში მშვენივრად კომბინირებენ. "მალაგა" მეშვიდე ადგილზეა 45 ქულით და ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ეს პოზიცია დაკარგოს. ანდალუსიური კლუბის დანაკლისი საკმაოდ სერიოზულია. შენი და კამაჩო ტრავმირებულნი არიან, სერხიო სანჩესი და სამუ კასტილეხო კი - დისკვალიფიკაცირებულნი. საბედნიეროდ, ანგელერიმ მოიხადა სასჯელი, ხუამპიც მწყობრშია და რაც ყველაზე მთავარია - ფლავიო ფერეირა გამოჯანმრთელდა, რომელმაც პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოტოვა ტრავმის გამო. კასტილეხოს არყოფნაში, სავარაუდოდ რიკარდო ორტას მიეცემა შანსი.

 

იპურუაზე, წესით, საკმაოდ სანახაობრივი მატჩი უნდა ვიხილოთ და "ეიბარს" აქვს შანსი, რომ ეს საშინელი სერია შეწყვიტოს, რადგან "მალაგა" ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გავა მინდორზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ეიბარი: ხაიმე - ბოვედა, ანიბარო, ეკიზა, დიდაჩი - ერასტი, დანი გარსია - კაპა, არუაბარენა, საულ ბერხონი - დელ მორალი.

 

მალაგა: კამენი - როსალესი, ველინგტონი, ანგელერი, მიგელ ტორესი - რესიო, დარდერი - სამუელი, ორტა, ამრაბატი - ხუანმი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ეიბარის" წაგებათა სერია იპურუაზე - ხუთ მატჩს შეადგენს.

 

  • თუმცა, ბოლო ექვსი გასვლითი თამაშიდან ლა ლიგაში, "მალაგას" მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (1მ, 1ფ, 4წ).

 

  • ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა, შვიდ მატჩს მოითვლის, საიდანაც სამი ფრედ დასრულდა და ოთხი "მალაგამ" მოიგო.

 

  • თუმცა, იპურუაზე, სამიდამ სამივე შეხვედრა დასრულდა ფრედ.

 

ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი 36 9
2 ლიონელ მესი ბარსელონა 32 4
3 კარლოს ბაკა სევილია 17 5
4 ნეიმარი ბარსელონა 17 0
5 ალბერტო ბუენო რაიო ვალეკანო 16 2

https://fci.ge/uploads/spain-liga-bbva.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi