FCI.ge
FCI.ge
პარდიუ: ამჟამად, პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ვართ |
"კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ ძალიან გახარებულია "მანჩესტერ სიტისთან" მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით და აცხადებს, რომ მისი გუნდი იდეალურ ფორმაშია.
ლონდონელებმა, საკმაოდ ორგანიზებული ფეხბურთი ითამაშეს და 2:1 მოუგეს ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, რომელმაც მეორე ტაიმში ფაქტიურად ვერაფერი შექმნა.
"ჩვეულებისამებრ, ყველა ისახავს რაღაც მიზანს, მაგრამ შესაძლოა მისი შეცვლა მოგიწიოს, როდესაც მოსალოდნელზე მეტს ღებულობ. "კრისტალ პალასი" პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორისაა ამჟამინდელი ფორმის მიხედვით და ეცდება, რომ შემდეგ მატჩებში გააგრძელოს წარმატება.
სამი თამაში მოვიგეთ მიჯრით: ჯერ იყო "ქპრ", შემდეგ ყოველთვის არასასურველი "სტოკი" და ახლა "მან.სიტი" - დიდი მოწინააღმდეგე, გამარჯვების მოსაპოვებლად", - განაცხადა პარდიუმ.
ჩინებულმა ფრანგმა სპეციალისტმა, "კრისტალ პალასი" იანვარში ჩაიბარა და მაქედან მოყოლებული, გუნდმა 14-დან ათი თამაში მოიგო ყველა ტურნირზე.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.