FCI.ge
FCI.ge
პელეგრინი: არ მეშინია სამუშაოს დაკარგვის |
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ძალიან უკმაყოფილოა "კრისტალ პალასთან" განცდილი მარცხით, მაგრამ არ აინტერესებს მის განთავისუფლებაზე აგორებული ჭორები.
"არა, არასოდეს შემშინებია სამუშაოს დაკარგვის. ეს ერთადერთი რამ არის, რაც არასოდეს მანაღვლებს. უბრალოდ საკუთარ საქმეს ვაკეთებ და ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ეს სეზონი საკმაოდ რთული გამოდის ჩვენთვის, მაგრამ მაინც არ მანაღვლებს სამუშაოს დაკარგვის შანსი.
რთულია ამ შეხვედრის შედეგის მიღება. თავიდან-ბოლომდე კარგად ვთამაშობდით, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. "კრისტალ პალასმა", პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა, ამის შემდეგ იყო ლამაზი საჯარიმო დარტყმა. ასეთი რამ როგორ მოხდა რთული გასაგებია, მაგრამ ფეხბურთში - ყველაფერია შესაძლებელი.
აღარ ვსაუბრობთ ტიტულზე, ჩვენი მიზანი - უბრალოდ საკუთარი მატჩების მოგებაა. ყოველთვის ძალიან არასასიამოვნოა ქულების დაკარგვა. სეზონიბს ბოლოს, ყოველ წარუმატებლობას დიდი ფასი ექნება", - განაცხადა პელეგრინიმ.
ამ მარცხის შედეგად, "მანჩესტერ სიტიმ" დაკარგა მეორე ადგილი და მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.