FCI.ge
FCI.ge
მონტელა: გახსნილი თამაში იქნება |
"ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა, იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალური თამაშის წინ, ჟურნალისტებს შეხვდა.
დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ფლორენციაში სტარტს აიღებს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი. პირველი თამაში, "იებმა" 2:1 მოიგეს ტურინში სალაჰის დუბლით.
"მცირე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ გახსნილი თამაშის მოლოდინში ვარ. შეხვედრას, ჩვენს მათემატიკურ უპირატესობაზე ფიქრით ნამდვილად არ დავიწყებთ, ეს საქმისადმი არაპროდუქტიული მიდგომაა.
"იუვენტუსს" სერიოზული საფეხბურთო მენტალიტეტი გააჩნია, რომელსაც შეუძლია ანალოგიურად იყოს დომინანტი, როგორც სახლში, ისე გასვლაზე. კარგად უნდა შევისწავლოთ მეტოქე და დამატებითი მოტივაციით გავიდეთ მინდორზე.
ჩემი გუნდი მთელი გულით აპირებს თამაშს, მაქსიმუმს დავდებთ, მაგრამ აუცილებლად ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ. ჭკვიანური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რადგან მეტოქეს უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. მზად ვართ "იუვენტუსთან" საბრძოლველად, მჯერა საკუთარი გუნდისა და ქომაგების მხარდაჭერის", - განაცხადა მონტელამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.