FCI.ge
FCI.ge
ობასი შალკეს დატოვებს |
გელზენკინხენის "შალკეს" თავდამსხმელი ჩინედუ ობასი, სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, დატოვებს კლუბს.
28 წლის ნიგერიელის მოქმედი ხელშეკრულება ზაფხულში იწურება და როგორც ჩანს "შალკეს" არ სურს ობასისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება.
"Sky germany" იტყობინება, რომ ჩინედუმ წინასწარი მოლაპარკებები წარმატებით აწარმოა "ჰოფენჰაიმთან" და სწორედ ამ გუნდს შეუერთდება თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ობასიმ მხოლოდ ათი მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი შეაგდო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.