FCI.ge
FCI.ge
ირაოლა ამერიკაში გააგრძელებს კარიერას |
ბილბაოს "ატლეტიკის" ვეტერანი ანდონი ირაოლა, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს მშობლიურ კლუბს და ოკეანის მიღმა გააგრძელებს კარიერას.
ზაფხულში, ირაოლას 33 წელი შეუსრულდება, გარდა ამისა ამოიწურება მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ბასკურ გუნდთან. "ატლეტიკმა" უკვე შესთავაზე ახალი ხელშეკრულებას ანდონის, მაგრამ თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს მიიღებს გადაწყვეტილებას.
ესპანური პრესის ინფორმაციით, ირაოლა კარიერას ამერიკის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გააგრძელებს. მისი ახალი გუნდის ვინაობა არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ესპანელი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. არც ის არის გამორიცხული, რომ დავიდ ვილიას მსგავსად, ანდონი ირაოლამაც ამერიკაში გადასვლამდე, ავსტრაილიაური ფეხბურთი გაიცნოს.
"ატლეტიკის" პირველი გუნდის შემადგენლობაში, ირაოლა 2003 წლიდან მოყოლებული ირიცხება და ამჟამად გუნდის ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია ჩატარებული მატჩების რაოდენობით - 504.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.