FCI.ge
FCI.ge
სპაიჩისთვის სეზონი დასრულებულია |
ლევერკუზენის "ბაიერის" ბანაკში ცუდი ამბავია. გუნდის ცენტრალური მცველი ემირ სპაიჩი სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება "ფარმაცეპტებს".
გერმანული პრესის ინფორმაციით, ბოსნიის ეროვნული ნაკრების წევრმა, მიუნხენის "ბაიერნთან" სათასო შეხვედრაში მუხლის ჯვარედინა მყესები გაიწყვიტა და ხუთი-ექვსი თვე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის.
34 წლის სპაიჩი "ბაიერის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, მან მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე ერთად, მაგრამ მის შესაცვლელად მზად არის ბერძენი კირიაკოს პაპადუპოულოსი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.