FCI.ge
FCI.ge
კასტანი გუნდს შეუერთდა |
როგორც იქნა - "რომას" ბრაზილიელი ცენტრალური მცველი ლეანდრო კასტანი შეუერთდა გუნდს და მსუბუქი დატვირთვით ივარჯიშა.
"ჯალოროსის" გამოცდილ დამცველს, დეკემბერში, თავის სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა და მაქედან მოყოლებული სამ თვეზე მეტი გაგრძელდა რეაბილიტაციის პროცესი.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, "რომას" სამედიცინო შტაბმა, კასტანს "მწვანე შუქი" აუნთო და მან ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო ვარჯიშები. "Football italia"-ს ცნობით კი, ლეანდრომ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ჯერჯერობით, კასტანი მხოლოდ ბურთთან ერთად მარტივ ვარჯიშებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ესეც დადებითი და სასიხარულო ამბავია.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.