FCI.ge
FCI.ge
ლუის ენრიკე: მინდა, რომ ხავი დარჩეს |
კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს არ სურს, რომ გუნდის კაპიტანი - ხავი ერნანდესი, ზაფხულში წავიდეს გუნდიდან.
მოგეხსენებათ, რომ ლეგენდარული ესპანელის ირგვილ უამრავი ჭორი დადის, მის სახელს ყველაზე ხშირად - კატარულ კლუბ "ალ-სადის" უკავშირებენ და ისიც კი დაიწერა, რომ ხავიმ უკვე გააფორმა ხელშეკრულება.
"ხავი პატივისცემით, სიყვარულითა და "ბარსელონას" თითოეული გულშემატკივარის აღიარებით სარგებლობს. გარდა ამისა, ის ფეხბურთის თითოეულ ქომაგს უყვარს.
მე კი, როგორც მთავარმა მწვრთნელმა, საკუთარი აზრი გამოვხატე მისი დარჩენის სურვილით. თუმცა, მესმის ხავის, რადგან მას სურს, რომ დიდი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს სხვა დონეზე და მიიღოს გარკვეული გამოწვევები.
მისი ნებისმიერი არჩევანი - ჩვენთვის მისაღები იქნება, რადგან ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ - მინდა დარჩეს", - განაცხადა ენრიკემ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.