FCI.ge
FCI.ge
ბუტრაგუენო: რონალდო - სამაგალითოა |
მადრიდის "რეალის" საერთაშორისო ურთიერთობების პრეზიდენტმა, ემილიო ბუტრაგუენომ, კრიშტიანო რონალდო შეაქო.
პორტუგალიელ ფეხბურთელს, საკმაოდ მძიმე პერიოდი უდგას, რადგან ოქროს ბურთის მოგების შემდეგ ფორმიდან ამოვარდა და "გრანადასთან" გატანილი ხუთი გოლი ნამდვილად ვერ დაამშვიდებს ქომაგებს.
თუმცა, ბუტრაგუენო მიიჩნევს, რომ კრიშტიანო სამაგალითო ფეხბურთელია.
"რონალდო - სამაგალითოა, როგორც პროფესიონალი. ის ყოველთვის გოლების გატანისთვის იბრძვის. 2:0 ვიგებდით, მაგრამ რონალდო აგრძელდება მეტოქის დაცვაზე ზეწოლის მოხდენას.
კრიშტიანო ყოველთვის უფრო მეტს უმიზნებს. სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება და სწორედ ამის გამო არის დიდი ფეხბურთელი", - განაცხადა ბუტრაგუენომ, "რაიო ვალეკანოსთან" გასვლითი თამაშის შემდეგ, რომელიც "რეალმა" 2:0 მოიგო და რონალდომ ანგარიში გახსნა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.