FCI.ge
FCI.ge
გვარდიოლა: ბაიერი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია მსოფლიოში |
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გუშინდელი ბრძოლის შემდეგ, შეაქო ლევერკუზენის "ბაიერი".
გერმანიის თასის მეოთხედფინალში, "რეკორდმაისტერმა" ბაიარენაზე ურთულესი დაპირისპირება გადაიტანა, რომელიც მხოლოდ პენალტების სერიაში მოიგო - 5:4.
"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ლევერკუზენის "ბაიერი" - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია მსოფლიოში. თუმცა, კარგად ვაკონტროლებდით მათ კონტრშეტევებს.
"ბაიერნი" კარგად თამაშობდა და ქმნიდა სახიფათო მომენტებს. მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში კი, ორივე გუნდმა კარგად წარმოაჩინა თავი", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
აქვე გეტყვით, რომ გერმანიის თასის ნახევარფინალში, "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" მიიღებს საკუთარ მოედანზე.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.