FCI.ge
FCI.ge
აგენტი: დანი ალვეში ზაფხულში დატოვებს ბარსელონას |
კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა მცველი დინორა სანტანა აცხადებს, რომ მისი კლიენტი დატოვებს კამპ ნოუს წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ.
31 წლის ბრაზილიელის ამჟამინდელი ხელშეკრულება, სეზონის ბოლოს იწურება და მხარეები ვერაფრით შეთანხმდნენ მის გახანგრძლივებაზე. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ალბათობით, ალვეში დატოვებს "ბლაუგრანას".
"მოლაპარაკებები დასრულებულია. დანი აპირებს, რომ საკუთარი კონტრაქტის პირობები საუკეთესოდ დაიცვას, რის შემდეგაც ახალ მიზნებს დაისახავს", - განუცხადა სანტანამ, "Marca"-ს.
ესპანური პრესის ინფორმაციით, დანის მიმართ "პსჟ" არის დაინტერესებული.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.