FCI.ge
FCI.ge
მონაკომ ერთბაშად ოთხ ფეხბურთელს გაუხანგრძლივა |
"მონაკოს" ბანაკიდან ძალიან სასიამოვნო ამბებია. გუნდმა, ერთბაშად ოთხ ფეხბურთელთან გაახანგრძლივა ხელშეკრულება, თანაც ოთხივე მათგანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
"მონაკოს" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ საკუთარი კონტრაქტები, მეკარე დანიელ სუბაშიჩმა, მცველმა ანდრეა რაჯიმ, ვეტერანმა საყრდენმა ჟერემი ტულალანმა და ა შემტევმა ნაბილ დირარმა გაახანგრძლივეს.
30 წლის სუბაშიჩი 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება "მონაკოში", ასევე 30 წლის იტალიელი დამცველი 2018 წლამდე, 31 წლის ტულალანის კონტრაქტი 2017 წლამდეა გათვლილი, 29 წლის ნაბილის კი - 2018 წლამდე.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა "მონაკოსთვის" ბოლო პერიოდში. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა და ეროვნულ ჩემპიონატში სამეულისთვის იბრძვის.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.