FCI.ge
FCI.ge
რ.კარლოსმა ჩემპიონთა ლიგის საოცნებო გუნდი შეადგინა |
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მარცხენა მცველმა, რობერტო კარლოსმა, ჩემპიონთა ლიგის საოცნებო გუნდი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ რობერტო კარლოსის საუკეთესო თერთმეტეულში, ექვსი ფეხბურთელია რომელთან ერთადაც არაერთი წელი გაუტარებია კლუბსა თუ ნაკრებში, თანაც რობერტომ საკუთარი თავის შეიყვანა სიმბოლურში.
"საკუთარი თავიც ავირჩიე, რადგან შემტევ ფეხბურთელებს, არ აწყენდათ კონკურენცია საჯარიმო დარტყმების შესრულების დროს", - განაცხადა თავად კარლოსმა.
რობერტო კარლოსის მიერ შედგენილი ჩემპიონთა ლიგის ოცნების გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე - იკერ კასილასი
მცველები - კაფუ, პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო, რობერტო კარლოსი
ნახევარმცველები - კლარენს ზეედორფი, კლოდ მაკელელე, ზინედინ ზიდანი
თავდამსხმელები: ლუიშ ფიგუ, რონალდო(ფენომენი), რონალდინიო
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.