FCI.ge
FCI.ge
შერვუდი: ტოტენჰემის მადლობელი ვარ |
"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი არ ნანობს, რომ გასული სეზონის მიწურულს, "ტოტენჰემის" თავკაცის პოსტიდან გაანთავისუფლეს.
გასული სეზონის მიმდინარეობისას, შერვუდმა ანდრე-ვილაშ ბოაში შეცვალა და "ქათმები" კარგადაც აათამაშა, მაგრამ ლონდონურმა კლუბმა საბოლო არჩევანი მაურისიო პოჩეტინოზე შეაჩერა.
"კმაყოფილი ვარ საკუთარი მუშაობით "ტოტენჰემში", მაგრამ ვაფასებ დანიელ ლევის და მისი თანაშემწეების გადაწყვეტილებას. მან ასე ჩათვალა საჭიროდ საკუთარი კლუბისათვის.
თუმცა, ახლა მათი მადლობელი ვარ, რადგან სწორედ მათი გადაწყვეტილებების წყალობით აღმოვჩნდი ისეთ მშვენიერ გუნდში, როგორიც "ასტონ ვილაა"", - განაცხადა ტიმმა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ინგლისელმა სპეციალისტმა პოლ ლამბერტი შეცვალა ბირმინგემული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და "ასტონ ვილამ", მისი ხელმძღვანელობით რვა ოფიციალური თამაშიდან სამი მოიგო, ოთხი წააგო და ერთიც ფრედ ითამაშა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.