FCI.ge
FCI.ge
კლოპი: გერმანიის თასის კენჭისყრა? სერიალს ვუყურებდი |
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ გერმანიის თასის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრისთვის არ მიუდევნებია თვალ-ყური.
მოგეხსენებათ, რომ "ყვითლებმა" მეოთხედფინალში "ჰოფენჰაიმი" დაამარცხეს 3:2, სებასტიან კელის მიერ პირველ დამატებით ტაიმში გატანილი გოლის წყალობით და შემდეგ ეტაპზე "ბაიერნს" შეხვდებიან სტუმრად.
"კენჭისყრა არ მინახავს, რადგან ვიცოდი, რომ აუცილებლად მოგვიწევდა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაში. ამის სანაცვლოდ, სერიალს "კანონი და წესრიგი" ვუყურებდი.
რაც შეეხება ნახევარფინალს, ეს დიდი დაპირისპირება იქნება და მოხარული ვარ, რომ მატჩი მიუნხენში გაიმართება. იქ, კარგი შეხვედრები გამოგვდის, არ ვფიქრობ, რომ "ბორუსიას" შანსები არ აქვს", - განაცხადა კლოპმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.