FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ესპანეთის ლა ლიგა: 11 აპრილის მატჩების პრევიუ

11-04-2015
1 კომენტარი

ესპანეთში მორიგი ტური ჩატარდა შუაკვირას, ამიტომ 30-ე ტური დღეს დაიწყება, ხუთი თამაშით. საკმაოდ საინტერესო დღე ელოდება ესპანური ფეხბურთის ქომაგებს, რადგან პირველი სამი თამაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

 

რეალი Vs ეიბარი

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXX ტური

თარიღი: 18:00 საათი, 11 აპრილი

სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი

მთავარი მსაჯი: ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: NTV+ Football2; Setanta sports

 

მადრიდის "რეალს" ძალიან დაეხმარა სანაკრებო პაუზა, რადგან გუნდმა სული ამოითქვა და აგრეთვე ჯეიმს როდრიგესმაც მოასწრო გამოჯანმრთელება. "სამეფო კლუბმა" ელ კლასიშო განცდილი მარცხის შემდეგ დაგროვებული სიბრაზე "გრანადასთან" შეხვედრაში გადმოანთხია და 9:1 გააცამტვერა ანდალუსიური კლუბი. კრიშტიანო რონალდომ პროფესიონალურ კარიერაში პირველად მოახერხა ხუთი გოლის გატანა, "რეალმა" კი მომდევნო თამაში შედარებით რთულად, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოუგო სტუმრად "რაიო ვალეკანოსთან". რონალდომ მორიგი გოლი შეაგდო და აგრეთვე საგოლე პასი გაუკეთა ჯეიმს როდრიგესს, რომელიც ძალიან კარგად დაბრუნდა, თითქოს არც გამოუტოვებია ორი თვე. პორტუგალიელი ვარსკვლავი ნელ-ნელა კრეფს ოპტიმალურ ფორმას, რაც "რეალისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს, მადრიდულ გრანდს სერიოზული დანაკლისი ექნება. "რაიოსთან" შეხვედრაში კროოსმა, როდრიგესმა და რონალდომ მიიღეს სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი, მაგრამ "რეალმა" კრიშტიანოს გაფრთხილების თაობაზე ეპალაცია შეიტანა და საბოლოოდ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, რონალდო ითამაშებს. კროოსის და ჯეიმსის გარდა, გუნდს სემი ხედირა, ფაბიო კოენტრაო და გარეთ ბეილი დააკლდება. უელსელს კუნთი აწუხებდა და "რაიოსთან" შეხვედრა უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ ექიმებმა მისი ფეხზე დაყენება მოახერხეს. თუმცა, კარლო ანჩელოტიმ, ამ თამაშის წინ განაცხადა, რომ გარეთის იმედი ვერ ექნება. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია ახალგაზრდა ხესე როდრიგესის გამოჩენა.

 

როგორც იქნა "ეიბარმა" შეწყვიტა კატასტროფული სერია და ოთხშაბათს მოიპოვა პირველი გამარჯვება 11 იანვრის შემდეგ. ბასკებმა მიკელ არუაბარენას ერთადერთი გოლით "მალაგა" დაამარცხეს საკუთარ მოედანზე. "ეიბარი" 31 ქულით მე-14 ადგილზეა და ექვსი ქულით მოცილდა გასავარდნ ზონას. სხვაობა არ არის ძალიან დიდი, მაგრამ საკმაოდ კომფორტულია. თანაც, გაიზკა გარიტანოს გუნდს დარჩენილ ტურებში არაერთ უშუალო კონკურენტთან აქვს სათამაშო, ამიტომ მათი გავარდნის შანსები არც ისე დიდია. დღეს კი, გუნდს რაულ ნავასი და პიოვაკარი დაუბრუნდებიან, რომელთაც წინა შეხვედრა დისკვალიფიკაცისი გამო გამოტოვეს. სამაგიეროდ, იგივე მიზეზით დააკლდება "ეიბარს" ბოვედა, ანხელ ლუის როდრიგესი კი ისევ ლაზარეთში იმყოფება.

 

მადრიდის "რეალი" უდავო ფავორიტია და როგორც ანჩელოტიმ აღნიშნა, მისი გუნდი ვალდებულია დღეს სამი ქულა მოიპოვოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: კასილასი - კარვახალი, პეპ, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, ილარამენდი, ისკო - ხესე, ბენზემა, რონალდო.

 

ეიბარი: ირურეტა - ლილო, რაულ ნავასი, ანიბარო, დიდაჩი - ბორხა, დანი გარსია - კაპა, არუაბარენა, ლარა - საულ ბერხონი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "რეალს" 12 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ლა ლიგაში, სანტიაგო ბერნაბეუზე (11მ, 1ფ).

 

  • "ეიბარს" კი ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს ლა ლიგაში, სტუმრად (2ფ, 4წ).

 

  • პირველ წრეში, კარლო ანჩელოტის გუნდმა 4:0 გაანადგურა "ეიბარი".

 

 

მალაგა Vs ატლეტიკო

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXX ტური

თარიღი: 20:00 საათი, 11 აპრილი

სტადიონი: როსალედა, მალაგა

მთავარი მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი

პირდაპირი ტრანსლიაცია: NTV+ Football2; Setanta sports

 

ბოლო პერიოდში, "მალაგამ" საგრძნობლად მოუკლო, რაც უმოტივაციობის ბრალია. ანდალუსიური კლუბი მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩება მეექვსე ადგილზე მყოფ "ვილიარეალს", მაგრამ როგორც ჩანს არ სჯერა ევროტურნირებზე სუფთად გასვლის. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ "მალაგა" მეშვიდე ადგილითაც მოხვდეს ევროპის ლიგაზე. ბოლო სამ ტურში, ხავი გრასიას გუნდმა ერთადერთი ქულა მოიპოვა, თანაც შუაკვირას "ეიბართან" დამარცხდა სტუმრად. თუმცა, ხუანმიმ გაახანგრძლივა კონტრაქტი, რაც "მალაგას" ქომაგებისთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. დღეს, "მალაგას" კასტილეხო და სერხიო სანჩესი დაუბრუნდებიან, რომელთაც წინა შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს, აგრეთვე სერხი დარდერი გამოჯანმრთელდა. ფლავიო ფერეირას და ხუანპის თამაში საეჭვოა.

 

ზედიზედ სამი ფრის შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკომ" ზედიზედ სამი თამაში მოიგო ლა ლიგაში ერთნაერი ანგარიშით - 2:0. ბოლო ორ შეხვედრაში, "როხიბლანკომ" უკვე პირველივე ტაიმში გადაწყვიტა ყველაფერი და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ანტუან გრიზმანს. ფრანგი "ატლეტიკოს" შეტევების ლიდერი გახდა და უკვე გოლი-გოლზე გააქვს. ამ ფაქტით კი ძალიან გახარებულია დიეგო სიმეონე, რომელსაც გრიზმანის ბოლომდე სჯეროდა და ენდობოდა. მარიო მანჯუკიჩი დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებს და "ატლეტიკოს" სამწვრთნელო შტაბი იტოვებს იმედს, რომ ხორვატი ჩემპიონთა ლიგისათვის მზად იქნება. აგრეთვე ლაზარეთშია რაულ გარსიაც, სამაგიეროდ დიეგო გოდინი და მოია დაუბრუნდნენ გუნდს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ "ატლეტიკო" ოთხშაბათს ჩაატარებს "რეალთან" მატჩს, სიმეონე სავარაუდოდ ორივე მათგანს დაასვენებს, თანაც ობლაკი და ხიმენესი ჩინებულად გამოიყურებიან.

 

როსალედაზე სამი ქულის მოპოვება ძალიან რთულია, მაგრამ "ატლეტიკომ" სამქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა "ვალენსიასთან" და ნამდვილად დასანანი იქნება მისი განიავება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მალაგა: კამენი - როსალესი, ანგელერი, ველინგტონი, ბოკა - დარდერი, რესიო - სამუელი, ამრაბატი, კასტილეხო - ხუანმი.

 

ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, მირანდა, გამესი - თურანი, ტიაგო, გაბი, კოკე - ტორესი, გრიზმანი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო ექვსი საშინაო თამაშიდან ლა ლიგაში, "მალაგას" ერთადერთი აქვს წაგებული და ზედიზედ სამი თამაში არ წაუგია როსალედაზე.

 

  • მადრიდის "ატლეტიკოს" კი ბოლო ოთხი გასვლითი თამაშიდან ლა ლიგაში მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.

 

  • "ატლეტიკოს" ბოლო შვიდი თამაში არ წაუგია "მალაგასთან", ლა ლიგაში (4მ, 3ფ).

 

 

სევილია Vs ბარსელონა

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXX ტური

თარიღი: 22:00 საათი, 11 აპრილი

სტადიონი: რამონ სანჩეს პენხუანი, სევილია

მთავარი მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

პირდაპირი ტრანსლიაცია: NTV+ Football2; Setanta sports+

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ, "სევილიამ" გააგრძელა წარმატებული სერია და ჯერ "ატლეტიკი" დაამარცხა 2:0 შინ, შემდეგ კი "ლევანტეს" მოუგო სტუმრად 2:1. ამ შეხვედრაში, უნაი ემერიმ კევინ გამეიროს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ემერის საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს და შეუძლია ლიდერების დასვენება. "ლევანტეს" წინააღმდეგ ხოსე ანტონიო რეიესი იყო საუკეთესო, რომელიც ასევე ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ არ ითვლება ძირითადის წევრად. დღეს, მოსალოდნელია ალეშ ვიდალის დაბრუნება სასტარტოში, კარლოს ბაკასთან ერთად, კოლუმბიელი "სევილიას" უცვლელი წევრია. თანაც, გუნდს ევენ ბანეგა დაუბრუნდება დისკვალიფიკაციის შემდეგ, რაც უდიდესი პლიუსია. არგენტინელი მოთამაშე ჩინებულ ფორმაშია და "ბარსელონას" წინააღმდეგ დიდი ძალა იქნება ანდალუსიური კლუბისთვის. "სევილიას" ლაზარეთი ცარიელია, ამიტომ ვნახოთ რა არჩევანს გააკეთებს უნაი ემერი.

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ, ლუის ენრიკე ვიგოში დაბრუნდა და ძალიან რთული ბრძოლის გადატანა მოუწია. "ბარსელონას" ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ჟერემი მატიეს თავურით მაინც დაამარცხა "სელტა" სტუმრად. ამის შემდეგ კი, "ბლაუგრანამ" "ალმერია" მიიღო და 4:0 გაანადგურა. ენრიკემ პიკეს, მატიეს, ინიესტას და ნეიმარს მისცა დასვენების საშუალება, მათ არყოფნაში კი ბარტრამ და პედრო როდრიგესმა მოახერხეს კარგი თამაშის ჩატარება. ხორდი ალბას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ესპანელი მარცხენა მცველი უკვე მწყობრშია და წესით დაეხმარება საკუთარ გუნდს. გარდა ამისა, სერხიო ბუსკეცმა მოიხადა დისკვალიფიკაცია და დაბრუნდება. ტომას ვერმანელის დებიუტსაც ელოდება კატალონიური ქომაგების დიდი რაოდენობა, მაგრამ ბელგიელი ჯერ 100%-თ უნდა იყოს მზად, რადგან მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია. "ბარსელონა" ფენომენალურ ფორმაშია და ეცდება უნიკალური სერიის გაგრძელებას.

 

ტურის ცენტრალური შეხვედრა სწორედ სევილიაში შედგება და ორივე გუნდი იბრძოლებს სამი ქულისთვის. "სევილია" "ვალენსიას" არ უნდა ჩამორჩეს, "ბარსამ" კი "რეალთან" უპირატესობა უნდა შეინარჩუნოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სევილია: სერხიო რიკო - კოკე, პარეხა, კარისო, ტრემულინასი - კნიხოვიაკი, ბანეგა - ალეშ ვიდალი, იბორა, ვიტოლო - ბაკა.

 

ბარსელონა: ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეცი, ინიესტა - მესი, სუარესი, ნეიმარი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "სევილიამ", მიმდინარე სეზონში, პირველად მოიგო ზედიზედ ხუთი თამაში ლა ლიგაში.

 

  • რამონ სანჩეს პენხუანზე კი, უნაი ემერის გუნდი კვლავ დაუმარცხებელია ლა ლიგის მიმდინარე სეზონში.

 

  • ბოლოს, "სევილიამ" საკუთარი მოედანზე, 2014 წლის თებერვალში წააგო, სწორედ "ბარსელონას" წინააღმდეგ - 1:4.

 

  • "ბარსელონას" ზედიზედ ექვსი თამაში აქვს მოგებული "სევილიას" წინააღმდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში, ბურთების შეფარდებით - 19:7.

 

  • ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ეგიდით, "სევილიას" 2002 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია "ბარსელონა" კამპ ნოუზე.

 

  • უნაი ემერის, კამპ ნოუზე ხუთიდან ხუთი თამაში აქვს წაგებული ლა ლიგაში და არასოდეს დაუმარცხებია "ბარსელონა", არცერთ ტურნირზე.

 

 

ალმერია Vs გრანადა

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXX ტური

თარიღი: 00:00 საათი, 11 აპრილი

სტადიონი: მედიტერანოსი, ალმერია

მთავარი მსაჯი: სანტიაგო ხაიმე ლატრე

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ალმერიამ" "ლევანტე" მიიღო საკუთარ მოედანზე, გაიმართა მატჩი ექვსი ქულისთვის და მასპინძლები 1:4 განადგურდნენ. ამის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ, ხუან იგნასიო მარტინიოს დაითხოვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და სერხი ბარხუანი მიიწვია, რომელსაც ესპანური ფეხბურთის ქომაგები ძალიან კარგად იცნობენ. სერხის დებიუტი შედგა მისთვის კარგად ნაცნობ კამპ ნოუზე და "ალმერია" 0:4 განადგურდა, რაც მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. დღეს კი, ბარხუანს სერიოზული გამოცდა ელოდება, რადგან მისი გუნდის მეტოქე უშუალო კონკურენტია, რომელიც "ალმერიას" ერთადერთი ქულით ჩამორჩება. ფრან ველესს, ლაზარეთში ვერზა შეუერთდა, რომელმაც "ლევანტესთან" მატჩში მიიღო დაზიანება. სამაგიეროდ, მიჩელ მასედო გამოჯანმრთელდა, მაურო დოს სანტოსმა და დუბარბიემ კი დისკვალიფიკაცია მოიხადეს.

 

მადრიდის "რეალთან" სამარცხვინო მარცხის შემდეგ, "გრანადამ" "სელტა" მიიღო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი "გრანადასთვის" ეს მშვენიერი შედეგია, დღეს კი აბელ რესინოს კოლექტივი ყველაფერს დადებს მინდორზე. თანაც, "გრანადას" ფრან რიკო დაუბრუნდება, რაც გუნდისთვის სერიოზული პლიუსია. მურილიო დისკვალიფიკაცირებულია, კოლუნგა და ლას ბანგურა კი ტრავმირებულნი არიან.

 

"ალმერიას" მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელოდება, რომლის წაგების შემთხვევაშიც გუნდი უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდება.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ალმერია: ხულიანი - მიჩელი, მაურო დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიე - ტომას პარტეი, კორონა - ვ.სილვა, ესპინოზა, ტიევი - ჰემედი.

 

გრანადა: რობერტო - ნიომი, ბაბინი, მაინცი, ინსუა - რუბენ პერესი, ფრან რიკო - იბანესი, ხავი მარკესი, პიტი - ელ-არაბი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო 15 საშინაო თამაშიდან ლა ლიგაში, "ალმერიას" ერთადერთი აქვს მოგებული.

 

  • "გრანადას" კი ზედიზედ 13 მატჩი არ მოუგია ეროვნულ ჩემპიონატში, სტუმრად.

 

  • ეს გუნდები სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლა ლიგაში და "გრანადას" გოლიც არ გაუტანია "ალმერიასთვის" (1ფ, 2წ).

 

 

სელტა Vs რაიო ვალეკანო

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXX ტური

თარიღი: 00:00 საათი, 11 აპრილი

სტადიონი: ბალაიდოსი, ვიგო

მთავარი მსაჯი: კლოს გომესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: NTV+ Football2; Setanta sports+

 

"ბარსელონასთან" ღირსეული მატჩის შემდეგ, "სელტამ" "გრანადასთან" დაკარგა ქულები გასვლაზე და 36 ქულით მე-12 პოზიციამდე დაქვეითდა. ედუარდო ბერიცოს გუნდი კვლავ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მოტივაცია აქვს დაკარგული. მიუხედავად ამისა, ვიგოელთა თამაშის ხილვა ყოველთვის სასიამოვნოა. წინა თამაშისგან განსხვავებით, გუნდს კრონ-დეილი და ორელენა დაეხმარებიან, მათ დისკვალიფიკაცია მოიხადეს. თუმცა, იგივე მიზეზით გამოტოვებენ ამ მატჩს რადოია და პაბლო ერნანდესი. აუგუსტო ფერნანდესის თამაში საეჭვოა, ოუბინა და პლანიასი კი ლაზარეთში არიან.

 

"სელტას" მსგავსად, "რაიო ვალეკანოსაც" არანაერი მოტივაცია არ გააჩნია, მაგრამ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და ბოლომდე იბრძვის. სამმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ, "რაიო" შინ დამარცხდა მადრიდის "რეალთან", მაგრამ პირველ ტაიმში არაფერი დაუთმო სახელოვან მეტოქეს. პაკო ხემესის გუნდი მეათეა 38 ქულით. კრისტიან ალვარესი, ბაენა და ლეო ბაპტისტაო ლაზარეთში არიან, ქვინის, პოსუელოს, ალექს მორენოს და მორსილიოს თამაში კი საეჭვოა.

 

ვიგოში ძალიან სანახაობრივი თამაში უნდა შედგეს, რადგან ორივე გუნდი შემტევ, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და თანაც სატურნირო მოტივაცია დაკარგული აქვთ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სელტა: სერხიო ალვარესი - უგო მალიო, კაბრალი, ფონტასი, ჯონი - ორელენა, კრონ-დეილი, ა.ფერნანდესი - მინა, ლარივეი, ნოლიტო.

 

რაიო ვალეკანო: კობენიო - ტიტო, ზე კასტრო, ამაია, ნაჩო - ფატაუ, ტრაშორასი - კაკუტა, ბუენო, ემბარბა - მანუშო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "სელტას" ზედიზედ სამი თამაში არ მოუგია საკუთარ მეოდანზე.

 

  • "რაიო ვალეკანოს" კი, ბოლო 14 გასვლითი თამაში არ დაუსრულებია ფრედ.

 

  • "რაიო ვალეკანოს" ზედიზედ ხუთი თამაში აქვს მოგებული "სელტას" წინააღმდეგ, აქედან ბოლო ოთხი მშრალი ანგარიშით.

 

ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი 37 9
2 ლიონელ მესი ბარსელონა 33 4
3 კარლოს ბაკა სევილია 17 5
4 ნეიმარი ბარსელონა 17 0
5 ალბერტო ბუენო რაიო ვალეკანო 16 2

https://fci.ge/uploads/spain-liga-bbva.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi