FCI.ge
FCI.ge
ბართომეუ: დანი ალვეშთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა |
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ, გამოეხმაურა დანი ალვეშის აგენტის კომენტარს და უარყო მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების ფაქტი.
ბრაზილიელი მარჯვენა მცევლის აგენტმა განაცხადა, რომ დანი ვერ შეუთანხმდა "ბლაუგრანას" ახალი კონტრაქტის თაობაზე და ზაფხულში დატოვებს გუნდს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
""ბარსელონა" მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებებს მოთამაშეებთან, რომლების მიმართაც ინტერესდება ან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. თუმცა, წინდახედულები ვართ.
რაც შეეხება ალვეშის საკითხს, მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. თუ ალვეში მიიღეს წინადადებას, რომელიც კლუბმა შესთავაზა, დარჩება "ბარსელონაში". ყველას თავისი სტრატეგია აქვს", - განაცხადა ბართომეუმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.