FCI.ge
FCI.ge
მალდინი: სამწუხაროა, რომ მილანში ტრადიციები და ფასეულობები დაივიწყეს |
იტალიური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, "მილანის" ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა და კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ ისაუბრა "როსონერის" ამჟამინდელ ყოფაზე.
"ადრე, გაცილებით ადვილი იყო გუნდის ერთ მუშტად შეკვრა, საბრძოლველად გამზადება. თავის დროზე, მოთამაშეები ერთმანეთისთვის იბრძოდნენ.
ახლა კი, ნათელ დროსთან შედარებით, ყველაფერი აურესობისკენ არის შეცვლილი, თანაც ძალიან ბევრი. "მილანის" ტრადიციები და ფასეულობები - ამჟამად, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შემორჩა. ძალიან სამწუხაროა, რომ "მილანის" ხელმძღვანელობა ამაზე აღარ აკეთებს აქცენტს", - განაცხადა პაოლომ.
იტალიის სერია ა-ს მიმდინარე სეზონში, ფილიპო ინძაგის გუნდი 41 ქულით მერვე ადგილზეა და ექვსით ჩამორჩება ევროტურნირების ზონას.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.