FCI.ge
FCI.ge
მარადონა: ბლატერი ხმებს ვეღარ გააყალბებს |
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, არგენტინელმა დიეგო მარადონამ ვერ შეიკავა თავი და საკუთარი, საკმაოდ მწვავე აზრი დააფიქსირა ფიფა-ს წლევანდელი არჩევნების თაობაზე, რომელიც 29 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს: 1998 წლიდან მოყოლებული ფიფა-ს პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, აზიის წარმომადგენელი პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლეგენდარული ლიუშ ფიგუ და მიკაელ ვან პრააღი.
მარადონა პრინცი ალის გუნდშია და რათქმაუნდა ამ შემთხვევაში საქმე იმიჯის შექმნასთან გვაქვს.
"მოხარული ვარ ამ გუნდის წევრობით. სიამოვნებით შემოვივლი მთელს მსოფლიოს და ყველას გავაცნობ პრინცის იდეებს. ორი აზრი არ არსებობს, რომ მისი არჩევა - მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბლატერს კი ეშინია სხვა კანდიდატების, რადგან ამჯერად აღარ მისცემენ ხმების გაყალბების საშუალებას. ადრე, ამის გაკეთება შეეძლო, ახლა კი ამის უფლებაც აღარ აქვს.
ცვლილებების დრო მოვიდა. შეგვიძლია, რომ ფიფა უკეთესი გავხადოთ თითოეული ადამიანისთვის, ცვლილებების აუცილებელ პროცესს ვუკეთებთ ორგანიზებას. ვიცი ალ ჰუსეინის საქმიანობის შესახებ საკუთარ ქვეყანაში და ვიცი თუ რისი გაკეთება შეუძლია ფეხბურთისთვის. ყოველთვის ვამბობდი, რომ ახლა, ფიფა იმ ხალხის ხელშია, რომელთაც არ უყვართ ფეხბურთი.
არ გვჭირდება ის, რასაც აკეთებს ბლატერი. მას ფეხბურთი არასოდეს უთამაშია, ამიტომ პრინცის დახმარება გადავწყვიტე. ვფიქრობ, კარგი შანსები გვაქვს, რომ ბლატერი უკანალით მოვსვათ, ამაში ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა მარადონამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.