FCI.ge
FCI.ge
შერვუდი: არავის სჯეროდა ჩვენი გამარჯვების |
"ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი ტიმ შერვუდი უზომოდ გახარებულია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოპოვებული საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებით.
"ლომებმა", ვაით ჰართ ლეინზე ღირსეულად იბრძოლეს და კრისტიან ბენტეკეს ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს. ბირმინგემელებმა 32 ქულა დააგროვეს და გასავარდნ ზონას ექვსი ქულით დაცილდნენ.
"დღევანდელ დაპირისპირებაში, არავის სჯეროდა ჩვენი წარმატების და დარწმუნებული ვარ იგივე სიტუაცია იქნება შემდეგ ტურში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ. ჯერჯერობით, სახიფათო ზონაში ვართ.
ბენტეკე? ის, დღევანდელი მატჩის შემდეგ საბოლოოდ განთავისუფლდა ყოველგვარი წნეხისგან", - განაცხადა შერვუდმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.