FCI.ge
FCI.ge
პარდიუ: ქომაგებმა, კრისტალ პალასი ბრაზილიის ნაკრებს შეადარეს |
"კრისტალ პალასის" მთავარმა მწვრთნელმა, ალან პარდიუმ, შეაფასა საკუთარი გუნდის დღევანდელი გამარჯვება, რომელიც ზედიზედ მეოთხეა "არწივებისთვის" პრემიერ ლიგაში.
ლონდონური კლუბი "სანდერლენდს" ესტუმრა პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ეგიდით და 4:1 გაანადგურა მოწინააღმდეგე. გადამწყვეტი გამოდგა მეორე ტაიმის ხუთ წუთიანი ინტერვალი, როდესაც სტუმრებმა სამი გოლი შეაგდეს.
"ჩვენი გულშემატკივრები მღეროდნენ: "ჩვენ ფაქტიურად ბრაზილიის ნაკრებს ვუყურებთ". დღეს, "კრისტალ პალასმა" ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა და "სანდერლენდს" უამრავი პრობლემა შეუქმნა.
საკმაოდ დამაჯარებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ანგარიში 4:1, ჩვენი თამაშის გათვალისწინებით, შესაძლოა არც არის საკმარისი და სამართლიანი, რადგან ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა.
ეს მატჩი არ იქნება გაზეთებისთვის განხილვის საგანი, რადგან სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი ორი გუნდი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. თუმცა, დიდებული ფეხბურთი იხილა მაყურებელმა", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.