FCI.ge
FCI.ge
გვარდიოლა: ბაიერნს სამი მოგება სჭირდება ტიტულისთვის |
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მოხარულია საკუთარი გუნდის დღევანდელი გამარჯვებით, ბუნდესლიგის 28-ე ტურში.
საკმაოდ რთული კვირის შემდეგ, "რეკორდმაისტერმა" ფრანკფურტის "აინტრახტი" მიიღო შინ და 3:0 გაანადგურა მეტოქე. რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა და კიდევ ერთი გოლი ტომას მიულერმა შეაგდო.
"ძალიან, ძალიან ამაყი ვარ საკუთარი გუნდით. მხოლოდ სამი დღის შემდეგ, რაც "ბაიერთან" ვითამაშეთ, ბუნდესლიგის მესამე გუნდი მივიღეთ გატანილი გოლების რაოდენობით. თუმცა, ვაკონტროლებდით თამაშს და ვდომინირებდით.
ვულოცავ გუნდს გამარჯვებას! ახლა, "ბაიერნს" სამი მოგება სჭირდება, რათა ჩემპიონი გახდეს. უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ განსაკუთრებული ტურნირისთვის. იმედი მაქვს, ტრავმების გარეშე გამოვალთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.