FCI.ge
FCI.ge
ანჩელოტი: ჩიჩარიტომ შანსი გამოიყენა |
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, შეაფასა საკუთარი გუნდის დღევანდელი გამარჯვება, შინ "ეიბარის" წინააღმდეგ - 3:0.
"სამეფო კლუბმა" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და შანსი მიიღო მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა, რომელმაც თავის გამოჩენა პირველივე ტაიმში მოახერხა.
"დღევანდელ შეხვედრაში, კარგად წარმაოჩინეს თავი იმ მოთამაშეებმა, რომლებიც რეგულარულად ვერ თამაშობენ, მაგალითად - ჩიჩარიტომ. მან გამოიყენა საკუთარი შანსი და ძალიან კარგად ითამაშა.
პეპე? გასახდელში არანაერი პრობლემა არ ჰქონია, მიუხედავად კეილორ ნავასთან შეჯახებისა. ის მზად იქნება ჩემპიონთა ლიგის მატჩისათვის, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ", - განაცხადა პაპა კარლომ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.