FCI.ge
FCI.ge
ხოსე მაური: ეს საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში |
"პარმას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხოსე მაურიმ, შეაფასა საკუთარი გუნდის სენსაციური გამარჯვება ტურინის "იუვენტუსთან".
სერია ბ-ში პრაქტიკულად გავარდნილმა გუნდმა, ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ამჯერად "ბებერი ქალბატონი" დაამარცხა 1:0. ერთადერთი ბურთი, სწორედ ხოსეს ანგარიშზეა, რომელიც ემოციებს ვერ მალავს.
"უდიდესი სიამოვნება მივიღე დღევანდელი მატჩისგან. მადლობელი ვარ ღმერთის, რომელმაც ძალები შემმატა. საკუთარ გოლს ბებიას ვუძღვნი, რომელიც ციდან მიყურებს.
"პარმას" კატასტროფის შვიდი თვე ჰქონდა, მაგრამ ჯერ მათემატიკური შანსები არ გვაქვს დაკარგული. ძალიან ვწუხვათ იმ ქულების გამო, რომელიც ჩამოგვაჭრეს.
დღეს - საუკეთესო დღეა ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი გოლი ისტორიაში შევა", - განაცხადა 18 წლის იტალიელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.